სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ვალის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო კონფერენციაში - „დემოკრატია სკოლაში“ მონაწილეობდნენ
29-11-2019
-
+


ახალციხის მუნიციპალიტეტის, ვალის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო კონფერენციაში - „დემოკრატია სკოლაში“ მონაწილეობდნენ.

საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც თბილისში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ვერგელანდის ევროპულ ცენტრთან ერთად ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით უმასპინძლა, საერთაშორისო გამოცდილების ურთიერთგაზიარებასა და სამომავლო ერთობლივი პროექტების ინიცირებას მიეძღვნა.

კონფერენციაში განათლების ექსპერტები, პრაქტიკოსი პედაგოგები, სკოლების წარმომადგენლები, საქართველოდან, მოლდოვადან, უკრაინიდან, საფრანგეთიდან და ნორვეგიიდან განათლების სპეციალისტები მონაწილეობდნენ.

კონფერენცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ბერიკა შუკაკიძემ, გახსნა.

ორი დღის განმავლობაში კონფერენციის მონაწილეები სკოლებში ევროპის საბჭოს დოკუმენტის- „დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების ჩარჩოს" დანერგვის პრაქტიკას გაეცნენ, გამოწვევებზე, რისკებზე და სამომავლო ინიციატივებზე იმსჯელეს.

კონფერენციაზე მონაწილე ქვეყნების წარმომადგენელი სკოლების წარმატებული პრაქტიკა გამოიფინა, თუ როგორ ნერგავენ სკოლები ევროპის საბჭოს „დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების ჩარჩოს" და როგორ ავითარებენ დემოკრატიულ კულტურას.

ორდღიანი კონფერენცია „რეგიონული თანამშრომლობისა და უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას შორის წარმატებული გამოცდილების გაზიარების“ პროექტის ფარგლებში გაიმართა.

კონფერენციაზე პროექტის ფარგლებში მიღწეული შუალედური შედეგები შეჯამდა და  შემდგომი თანამშრომლობისათვის ახალი ინიციატივები დაისახა.    

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება