სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

''ეტალონი'' უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდის აღმოჩენის საშუალებას იძლევა'' - გაგა გვიჭიანი, 2015-2016 სასწავლო წლის ''ეტალონის'' პრიზიორი მოსწავლე
02-06-2017
-
+


''ეტალონი'' დამამთავრებელ ფაზაში შედის. სულ მალე, 24 ივნისს ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზული ფინალი გაიმართება. ფინალი საინტერესოა არამარტო ახლანდელი მონაწილეებისთვის, არამედ მათთავისაც, ვინც ''ეტალონში'' გამარჯვება უკვე მოიპოვა. 

ამჯერად ჩვენი გვერდის სტუმარია გაგა გვიჭიანი - ლენტეხის N2 სკოლის წარმატებული მოსწავლე. მან შარშანდელი ინტელექტ-ჩემპიონატის ფინალში მე-3 ადგილი დაიკავა.

გაგა პროექტში მიღებულ გამოცდილებასა და რჩევებს წლევანდელი ''ეტალონის'' ფინალისტებს უზიარებს: ''ეტალონი'' უდიდესი მნიშვნელობის პროექტია. ინტელექტ-ჩემპიონატი უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდის აღმოჩენის საშუალებას იძლევა. ჩვენთვის, ახალგაზრდებისთვის ეს პროექტი ძალიან დიდი სტიმულია უფრო მეტის და მეტის სწრაფვისკენ. ''ეტალონში'' მონაწილეობით უდიდესი გამოცდილება მივიღე და, რაც მთავარია, უამრავი მეგობარი შევიძინე. კიდევ ერთი, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამ პროექტის მეშვეობით ბატონი გოჩა ტყეშელაშვილი  გავიცანი. ''ეტალონის'' წლევანდელ მონაწილეებს ჩემი გამოცდილებიდან ვურჩევ, რომ ბევრი იშრომონ, მოინდომონ და მათი ცოდნა აუცილებლად დაფასდება. მთავარია, მონდომება და სწავლისკენ სწრაფვა.''

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

EMIS-ის მომსახურებები ფასიანი ხდება – მინისტრის ბრძანება ძალაშია

ორშაბათს სწავლა არ იქნება - საქართველოს საჯარო სკოლები და ბაღები ისვენებენ

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება