სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მოსახლეობის 4% მიიჩნევს, რომ განათლება მნიშვნელოვანი პრობლემაა
19-11-2019
-
+


„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 4%  ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად განათლებას ასახელებს, ხოლო მხოლოდ 2% მიიჩნევს, რომ განათლება ქვეყნის პირველი მთავარი პრობლემაა.

IRI-ს მიერ გამოკითხულთა 25% მიიჩნევს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, განათლებაში პროგრესული ცვლილებები განხორციელდა, 25%-ის აზრით, რეგრესული წელი იყო. ხოლო 40% მიიჩნევს, რომ არც პროგრესული ცვლილებები იყო და არც რეგრესული.

რა არის ხელისუფლების მთავარი მიღწევა? - ამ კითხვაზე პასუხად განათლებას, მოსახლეობის 4% ასახელებს.

გამოკითხულ რესპონდენტთა 10% ქვეყნის მომავალი დემოკრატიული განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად განათლებას მიიჩნევს.

კვლევა 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500-მა მცხოვრებმა. კვლევის ცდომილება არ აღემატება პლუს-მინუს 2.5 პროცენტს.

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

EMIS-ის მომსახურებები ფასიანი ხდება – მინისტრის ბრძანება ძალაშია

ორშაბათს სწავლა არ იქნება - საქართველოს საჯარო სკოლები და ბაღები ისვენებენ

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება