სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„პედაგოგებისთვის ხელფასების ზრდა გაგრძელდება“ - მიხეილ ჩხენკელის პირველი კომენტარი მეორედ დანიშვნის შემდეგ
15-11-2019
-
+


მიხეილ ჩხენკელმა განათლების მინისტრად მეორედ დანიშვნის შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სკოლის მასწავლებლებისთვის ხელფასების ზრდა გაგრძელდება. ამასთან, ხელფასები მოემატებათ უმაღლესი განათლების პროფესორებსა და პროფესიული სასწავლებლების მასწავლებლებსაც.

„განათლება არის ჩვენი ხელისუფლების და გუნდის სტრატეგიული პრიორიტეტი, თუმცა აუცილებლად უნდა გამოვყო კულტურა და სპორტი, როგორც უაღრესად მნიშვნელოვანი მიმართულებები, რომლებსაც მნიშვნელოვანი ყურადღება მიექცევა. მე როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, განათლების საკითხებში აქტიურად ვიყავი ჩართული განათლების მიმდინარე კომპლექსური რეფორმის დაგეგმვასა და შექმნაში.

განათლების რეფორმა, რასაკვირველია გაგრძელდება და გაგრძელდება უფრო სწრაფი და კომპლექსური ტემპებით. ეს რეფორმა უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი განათლების სისტემისთვის. ყურადღება მიექცევა ყველა მიმართულებას. ამათან გამოვყოფდი პედაგოგებისთვის ხელფასების ზარდა, სკოლებში პერსონალისთვის ხელფასების ზრდას - ეს უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია. პედაგოგებისთვის ხელფასების ზრდა გაგრძელდება.

აქვე მინდა განსაკუთრებული ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ძალიან მნიშვნელოვანია იგივე მოხდეს უმაღლესი სასწავლებლების პროფესორებისთვის, ჩვენი მეცნიერებისთვის და პროფესიული სასწავლებლების პედაგოგებისთვის. ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს.

მინდა ასევე გითხრათ, რომ სკოლების მიმართულებით დიდი მნიშვნელობა აქვს სკოლების ავტონომიის ზრდას და ამ მიმართულებითაც იქნება სერიოზული ნაბიჯები გადადგმული.

როგორც მოგეხსენებათ, პროფესიული განათლება ასევე გახლავთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რადგან ის პირდაპირ დაკავშირებულია დასაქმებასთან. შესაბამისად ახალი იდეები და მიმართულებები იქნება რათა გაიზარდოს პროფესიული განათლების პოპულარიზება.

ასევე ჩემთვის პრიორიტეტია უმაღლესი განათლება და მეცნიერება და ყურადღება მიექცევა ამ მიმართულებით რეფორმებს“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება