სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

გამარჯვების მოლოდინი აბაშაში - მუნიციპალიტეტი „ეტალონი მოსწავლის“ გამოვლენას ელის
14-11-2019
-
+


„ეტალონი“ მორიგ ინტელექტ-ჩემპიონატს მართავს, დღეს „აბაშის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.

ამ წუთებში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით, აბაშის N1 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს და მას პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება.

ღონისძიებას აბაშის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ირაკლი პერტენავა, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა კვიტაშვილი, აბაშის რესურსცენტრის უფროსი მერაბ მიგინეიშვილი, „ეტალონის“ თანამოაზრე შალვა ჯღარკავა, საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები და პედაგოგები ესწრებიან.

ინტელექტ-ჩემპიონატის დაწყებამდე გოჩა ტყეშელაშვილმა 2018-2019 სასწავლო წლის „აბაშის ეტალონ მოსწავლეს“ საბა სამუშიას გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის „ოქროს ფონდის“ წევრობის დამადასტურებელი დიპლომი გადასცა. „ეტალონი მოსწავლის“ აღზრდისთვის „ოქროს ფონდის“ წევრობის დამადასტურებელი დიპლომი მის მშობლიურ მარანის საჯარო სკოლასაც გადაეცა.

აბაშის რესურსცენტრის ხელმძღვანელის ინიციატივით, ყოველი წლის გამარჯვებული „ეტალონი მოსწავლის“  ფოტოები რესურსცენტრში სპეციალურ დაფაზე განთავსდება. ხოლო მერია პირველ ცხრა ადგილზე გასულ მოსწავლეებს სპეციალურ პრიზებს უწესებს.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს „აბაშის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მიენიჭება და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

„ეტალონი“ 2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ ადგილზევე გამოავლენს.

ასევე იხილეთ:

აბაშის მოსწავლეთა საყურადღებოდ

აბაშის „ეტალონის“ II ეტაპის მონაწილეთა სია ცნობილია

„ეტალონი“ ყოველთვის პირველი იყო“ - აბაშაში „ეტალონის“ I ტური ჩატარდა


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება