სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ყველა საგნის ტესტები ერთად მათთვის, ვინც მასწავლებელთა გამოცდები ჩააბარა
12-11-2019
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა შემოდგომაზე ორგანიზებული მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდებზე გამოყენებული ყველა საგნის ტესტები გამოაქვეყნა.

გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, ამჟამად ნაშრომების გასწორება მიმდინარეობს და პირველადი შედეგები ეტაპობრივად გამოცხადდება. ყველა გამოცდის პირველადი შედეგის გამოქვეყნების შემდეგ კი სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება. ტესტირების საბოლოო შედეგები დეკემბერში გახდება ცნობილი. 

შემოდგომაზე ორგანიზებული გამოცდები მთელი საქართველოს მასშტაბით 8 ქალაქში გახსნილ 13 საგამოცდო ცენტრში ჩატარდა. პროცესმა ძირითადად, მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე ჩაიარა. ტესტირებიდან აპლიკანტის მოხსნის 7 და დაგვიანების 10-ზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა.

გამოცდებზე სულ დარეგისტრირებული იყო 26 600-მდე აპლიკანტი, მათგან 15 200-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელი, ხოლო 11 400-ზე მეტი კი მასწავლებლობის მსურველი. აღსანიშნავია, რომ ტესტირებაზე 80%-ზე მეტი გამოცხადდა, ხოლო დარეგისტრირებული პირების 20%-მდე გამოცდაზე არ გავიდა. 

წელს პრაქტიკოს პედაგოგებსა და მასწავლებლობის მსურველებს კომპეტენციის დადასტურების საშუალება მეორედ მიეცათ. მასწავლებელთა გამოცდები 2 ნოემბერს დაიწყო და 8 ნოემბერს დასრულდა.

იხილეთ 2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებულ მასწავლებელთა გამოცდებზე გამოყენებული ტესტები: 

პროფესიული უნარები I  ვარიანტი 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

უფასოდ პედაგოგები, პენსიონერები და სხვა რისკჯგუფებს მიკუთვნებული მოქალაქეები აიცრებიან

პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება