სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებელთა გამოცდები მომავალი წლის შემოდგომაზე აღარ გაიმართება
11-11-2019
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფიო გორგოძის განცხადებით, მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდები მომავალ წელს შემოდგომაზე აღარ გაიმართება. 

„წელს შემოდგომაზე გამოცდის ჩატარების მიზეზი იყო ის, რომ სახელმწიფომ 2-ჯერ მისცა მასწავლებლებს კომპეტენციის დადასტურების საშუალება. აქვე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ცენტრის თანამშრომლებს, რადგან უპრეცედენტოდ მოკლე დროში, 2 თვეში მომზადდა გამოცდები მაშინ როცა ერთი წელი იყო ამ გამოცდის მომზადების პერიოდი. როგორც წესი, ეს გამოცდები ზაფხულში იქნება“, - განაცხადა სოფიო გორგოძემ.

ცნობისთვის, პრაქტიკოს მასწავლებლებს კომპეტენციის დადასტურების საშუალება,  მასწავლებლობის მსურველებს კი საგნის გამოცდის ჩაბარების უფლება წელს მეორედ მიეცათ.  2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისთვის ტესტირება 2 ნოემბერს დაიწყო და 8 ნოემბერს დასრულდა. პირველადი მონაცემებით, 26 600-მდე აპლიკანტიდან ტესტირებაზე გამოცხადდა 80%-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელი და მასწავლებლობის მსურველი. 

ტესტირება მთელი საქართველოს მასშტაბით 8 ქალაქში გახსნილ 13 საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობდა. პროცესმა მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე ჩაიარა.  


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება