სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„არაფერია ისეთი, რაც მასწავლებელს არ უნდა მოეწონოს“ - პედაგოგების შეფასებები გამოცდებზე
05-11-2019
-
+


მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდებისთვის თბილისის 147-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში, რეგისტრაციის პროცესის დროს ხარვეზები არ დაფიქსირებულა. 

ტესტირებაზე შესვლამდე აპლიკანტებს etaloni.ge გაესაუბრა:

„დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე გავდივარ, 1-6 საფეხური. ვარ უფროსი მასწავლებელი, ჩაბარებული მაქვს 7-12 კლასების ქართული ენა და ლიტერატურა. მეოთხე წელია ვმუშაობ და გამიჩნდა სურვილი, რომ ამ საფეხურზეც გავსულიყავი.

ვფიქრობ, ძალიან კარგია ამ კუთხით მასწავლებლების გამოცდა და შეფასება, თუმცა ვისურვებდი, რომ კიდევ უფრო მეტად იყოს დახუნძლული საკითხები სხვა მნიშვნელოვანი დეტალებით, რაც სჭირდება საგნობრივი კომპეტენციის დადასტურებას და ეს არ იყოს უბრალოდ მარტივად, ზერელე ცოდნის გამოვლინება“, - ამბობს მასწავლებელი. 

„ქართულ ენასა და ლიტერატურას ვაბარებ. მეორედ ვცდი. პირველ ცდაზე შვიდი კრედიტი ავიღე და მინდა ათი დავაგროვო, რომ კომპეტენცია დავადასტურო.

პირველად როცა ვიყავი, შემოსახაზი ტესტები გასცდა 1-6 კლასების დონეს. უფრო საბაზო და საშუალო მასწავლებლების დონის მასწავლებლისთვის იყო, რა შეკითხვებიც მოვიდა. ღია კითხვები და ტექსტის გააზრება მისაღებია“, - ამბობს მასწავლებლობის მსურველი.

„უფროსი კლასების ქართული და რუსული ენები ჩაბარებული მაქვს. ახლა მინდა 1-6 კლასების ქართული ენა და ლიტერატურა ჩავაბარო. მაინტერესებს რა შედეგს მივაღწევ. ერთსა და იმავე სკოლაში უკვე 13 წელია ორივე საგანს ვასწავლი. რუსულ-ქართული ფაკულტეტი, ფილოლოგია მაქვს დამთავრებული. ზოგადი უნარები ჩაბარებული მაქვს. ვფიქრობ, ამ გამოცდებზე არაფერია ისეთი, რაც მასწავლებელს არ უნდა მოეწონოს“, - განაცხადა პედაგოგმა გამოცდაზე შესვლამდე. 

შეგახსენებთ, რომ წელს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს კომპეტენციის დადასტურების საშუალება მეორედ მიეცათ. შემოდგომაზე ორგანიზებული ტესტირებისათვის  26 600-ზე მეტი აპლიკანტია დარეგისტრირებული. მათგან 15 000-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელია. მასწავლებელთა გამოცდები 8 ნოემბერს დასრულდება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ეროვნული სასწავლო გეგმით, სკოლებში სავალდებულო საგანი დაემატა - მინისტრის ბრძანება ძალაშია

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს

პიროვნება

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

„ჩოლურის საჯარო სკოლა დიდი სიყვარულით და სიხარულით ულოცავს ქალბატონ ინგა ონიანს ამ წარმატებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება