სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზედა სიმონეთის საჯარო სკოლა სწავლის დაწყებას განსაკუთრებით ბევრი სიახლით შეხვდა
04-11-2019
-
+


თერჯოლის მუნიციპალიტეტის,ზედა სიმონეთის საჯარო სკოლა სწავლის დაწყების პროცესს განსაკუთრებით ბევრი სიახლით შეხვდა.

სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ირინა აბულაძის თქმით, 12-მა მასწავლებელმა სტატუსი აიმაღლა. სკოლიდან ასევე მხატვრული ღონისძიებით გააცილეს მასწავლებლის ჯილდოზე გასული ღვაწლმოსილი პედაგოგები. 

„პედაგოგიკის მეცნიერების ფუძემდებელი იან ამოს კომენსკი სწავლებისა და აღზრდის ცენტრალურ ფიგურად აცხადებს მასწავლებელს, რომელიც სკოლაში, „ადამიანობის სახელოსნოში“ საზოგადოებას უწვრთნის ღირსეულ მომავალ თაობას, სწორედ ამ საპასუხისმგებლო საქმეს ტრადიციების დაცვით ემსახურებიან თერჯოლის მუნიციპალიტეტის, სოფელ ზედა სიმონეთში.
ათეულ წელზე მეტია საჯარო სკოლას ხელმძღვანელობს გიორგი ქასრაშვილი.

ზედა სიმონეთის საჯარო სკოლა დავით კლდიაშვილის სახელობისაა და დაარსებიდან 57 წელს ითვლის. აქ მოღვაწეობს 24 პედაგოგი, 2 სპეცმასწავლებელი, ექიმი, ბუღალტერი ბიბლიოთეკარი. ტექნიკური პერსონალი, სკოლაში ფუნქციონირებს
მუსიკალური და ქორეოგრაფიული სტუდიები.

ყოველი ახალი სასწავლო წელი ცვლილებებისა და სიახლეების მომტანია საჯარო სკოლებისათვის. წელს განსაკუთრებით ბევრი სიახლით შეხვდა სკოლა სწავლის დაწყების პროცესს. მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული
წინსვლის სქემაში ჩართული 23 პედაგოგიდან სტატუსები შეეცვალათ და 12 წამყვანი გახდა: ირინა აბულაძე, შორენა გვენეტაძე, ნესტან გოგოლაშვილი, ელისო ჯანელიძე – ქართული ენა და ლიტერატურა; ინგა ქასრაშვილი, ნინო გვენეტაძე, მაია გიორგაძე – მათემატიკა; თამთა გოგაბერიშვილი, ასმათ გიორგაძე – უცხო ენა; ანა რიჟამაძე – გეოგრაფია; ირმა გიორგაძე – ბიოლოგია; სულიკო ზარნაძე – ისტორია.

სწავლა-სწავლება ცოცხალი და შრომატევადი პროცესია. თაობების აღზრდაში იხარჯება პედაგოგთა ძალა და ენერგია. განსაკუთრებით შესამჩნევია ეს იმათთვის, ვინც მასწავლებლის პროფესიას წლები შეალია და საკუთარი ცხოვრების წესად აქცია
გაკვეთილი, მოსწავლეთა აღზრდა, კლასის მართვა, პასუხისმგებლობა მშობლებისა და ქვეყნის წინაშე. საამაყოა რომ ეს დიდი და სიძნელეებით სავსე გზა სახელოვნად განვლეს ამაგდარმა პედაგოგებმა. სამმა მათგანმა მასწავლებლის ჯილდო დაიმსახურა და სკოლა დატოვა. ამ გადაწყვეტილების პატივსაცემად ზედა სიმონეთის საჯარო სკოლაში მხატვრული ღონისძიება მოეწყო (ხელმძღვანელი -ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნესტან გოგოლაშვილი). ემოციებს ვერ მალავდნენ
მოზარდები და კოლეგები. ბევრი ისაუბრეს მათი ამაგისა და ღვაწლის შესახებ:

გულნარა გორგიძე - მასწავლებლის 39 წლიანი დაუღლელი, ენერგიული, საქმის სიყვარულით გაჟღენთილმა მოღვაწეობამ წარუშლელი კვალი დატოვა თითოეული მოსწავლის გულში და გონებაში. მან შეაყვარა ფიზიკა არაერთ კურსდამთავრებულს.

ნანა მინდიაშვილი - ღირსეულად აკეთებდა თავის საყვარელ საქმეს. მის გაბრწინებულ თვალებში ყოველთვის ჩანდა და ჩანს მოსწავლის სიყვარული. არაერთმა თაობამ გადაშალა მისი ძალისხმევით ცხოვრების ლამაზი ფურცელი და ეზიარა ცოდნას,
ამიტომაც იმსახურებს აღზრდილებისაგან უსაზღვრო სიყვარულსა და პატივისცემას.

ზანი საპანაძე - თავისი განვლილი გზის შესახებ ამბობს: ,,მასწავლებლის გზა ია-ვარდით არ არის მოფენილი. ადამიანის სულის აღზრდა ძალიან ძნელი, მაგრამ საპატიო საქმეა. სულის დამახინჯება არ შეიძლება. მე ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია, მიყვარს ბავშვები. ამ სიყვარულმა მრავალი დაბრკოლება გადამალახვინა. ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი მათ აღზრდას მოვახმარე. მიღებული მაქვს სიგელები, მადლობები, ფასიანი საჩუქრები, მაგრამ ყველაზე დიდი საჩუქარი ჩემთვის ბავშვების სიყვარულია“ , -აღნიშნავს სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ირინა აბულაძე.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

9 ოქტომბერი რეგისტრაციის ბოლო დღეა - დეტალურ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება