TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„სკოლას შეუძლია პრაქტიკოსი პედაგოგი ჩაანაცვლოს მაძიებლით“ - იანვრიდან ვაკანსიები გამოცხადდება
09-11-2019
-
+


ახალი წლიდან პრაქტიკოს მასწავლებლებს დროებითი კონტრაქტები გაუფორმდებათ. იანვარში ყველა მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლის საათებზე ვაკანსია გამოცხადდება.

მასწავლებლის სახლის ინფორმაციით, თუ გამოცხადებულ ვაკანტურ ადგილზე სკოლაში კომისიის მიერ არჩეული სხვა მასწავლებლობის მსურველი მივა, პრაქტიკოსი პედაგოგი ვეღარ განაგრძობს მუშაობას და ხელშეკრულება შეუჩერდება.

თუ კომისია ვერ შეარჩევს შესაბამის კადრს, პრაქტიკოსი მასწავლებელი გააგრძელებს მუშაობას, იქამდე, სანამ შემცვლელი არ გამოუჩნდება. 

ცნობილია, რომ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია მაძიებლებსაც. etaloni.ge დაინტერესდა, შესაძლებელია თუ არა გამოცდილი, მაგრამ სტატუსით პრაქტიკოსი პედაგოგი, მაძიებელმა ჩაანაცვლოს.

„სკოლას შეუძლია პრაქტიკოსი პედაგოგი ჩაანაცვლოს მაძიებლით. მაძიებელი შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც ერთი პერიოდი მუშაობდა სკოლაში, შემდეგ დატოვა სკოლა, მაგრამ ისევ უნდა მასწავლებლის პროფესიაში შესვლა, ამიტომ არ ნიშნავს, რომ მაძიებელი პრაქტიკოს მასწავლებელზე რაიმეთი ნაკლებია.

არ შეიძლება ხელაღებით თქმა, რომ ყველა მაძიებელი მაინცდამაინც ახალი კურსდამთავრებულია და მას გამოცდილება არ აქვს.

მაძიებელი შეიძლება იყოს მასწავლებელი, რომელიც რამდენიმე ათეული წელი ასწავლიდა სკოლაში და სისტემაში არის როგორც უსტატუსო მასწავლებელი“, - აცხადებს მასწავლებლის სახლის წარმომადგენელი.

ცნობისთვის, მაძიებელია პირი, რომელსაც სურს მასწავლებლის პროფესიაში შესვლა. მაძიებელი შესაძლებელია იყოს ნებისმიერი პირი, რომელსაც აქვს ბაკალავრის დიპლომი (ნებისმიერი მიმართულებით) და ასევე დადასტურებული აქვს იმ საგნის კომპეტენცია, რომლის სწავლებაც სურს სკოლაში. ასევე პირი, რომელსაც დიპლომი ანიჭებს მასწავლებლის კვალიფიკაციას. მაძიებლებად ითვლებიან ასევე ის მასწავლებლობის მსურველებიც, რომლებსაც გავლილი აქვთ მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა, მაგრამ ჯერ არ არიან სკოლაში დასაქმებულები.

გარდა ამისა, მაძიებლად ითვლება პედაგოგი, რომელსაც აქვს სკოლაში მუშაობის გამოცდილება, მაგრამ არ არის სქემაში ჩართული.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება