სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„მზა იდეა განათლებაში“ - ქუთაისი izrune.ge-ს ინოვაციებს მასპინძლობს
31-10-2019
-
+


ქუთაისის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრში საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლებს პროექტ „ეტალონის“ და izrune.ge-ს ავტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის, izrune.ge-ს სიახლეები წარუდგინა.

შეხვედრას ქუთაისის რესურსცენტრის უფროსი მაია ცქიტიშვილი, სკოლის დირექტორები და izrune.ge-ში ჩართული განსაკუთრებით აქტიური დამრიგებლები ესწრებოდნენ.

პორტალში უკვე ჩართული სკოლების წარმატებულმა დამრიგებლებმა კოლეგებს izrune.ge-ს შედეგები და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს, მათ სასკოლო ცხოვრების გაუმჯობესებაზე, სასწავლო პროცესში მშობელთა სისტემურ ჩართვასა და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაზე ისაუბრეს.

აღინიშნა, რომ საგანმანათლებლო რესურსცენტრი და სკოლის დირექტორები izrune.ge-ს ირგვლივ კლასების გაერთიანებასა და დამრიგებელთა როლის ზრდას მიესალმებიან. ისინი მშობლებთან ერთად იწყებენ ზრუნვას „მეგობრული კლასის“, „სუპერ კლასის“ და „მომავლის კლასის“ ტიტულების მოსაპოვებლად.

izrune.ge „ეტალონის“ ინოვაციური პროექტია და მოსწავლეებს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. საიტზე მოსწავლეებს საშუალება აქვთ, საკუთარი კლასის შესაბამისად გაიარონ სპეციალური ალგორითმით შექმნილი ინდივიდუალური ტესტები, გაიმეორონ და გაამყარონ განვლილი მასალა.

პორტალის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მშობლის (ოჯახის) ჩართულობის გაზრდაა შვილის აღზრდა-განათლების პროცესში. მშობლებს საშუალება აქვთ, თვალი მიადევნონ და უშუალოდ ჩაერთონ ბავშვის განათლების მიღებისა და მოტივაცია-წახალისების პროცესში.

სექტემბრიდან ყოველი თვის მეორე ხუთშაბათი izrune.ge-ზე „წიგნიერების დღეა“, ყოველი თვის მეოთხე ხუთშაბათი „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარების დღე - გზა ევროპისკენ!“, ხოლო ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს ისევ „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეა!“.

შეხვედრის დასასრულს, საგანმანათლებლო აქტივობების ვებ-გვერდ etaloni.ge-ზე სკოლისა და სკოლაში მიმდინარე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესების წარმოჩენა-წახალისებისთვის სკოლებსა და წარმატებულ დირექტორებს მადლობის სიგელები გადაეცათ. შეხვედრა სამახსოვრო ფოტოების გადაღებით დასრულდა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

განახლდა მაგისტრატურაზე მისაღებია ადგილების და პროგრამების ჩამონათვალი

უქმდება თუ არა ზოგადი და უმაღლესი განათლების კანონები? - ერთიანი კანონპროექტი პარლამენტს შემოდგომით წარედგინება

საბავშვო ბაღებში ვის უნდა ჰქონდეს უმაღლესი ან პროფესიული განათლება და სამუშაო გამოცდილება - ცვლილება პერსონალის პროფესიულ სტანდარტში

ეროვნული გამოცდები, საბოლოო კოტები და პროგრამების ჩამონათვალი ცნობილია

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი მზიანა მერლანი პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლის დირექტორი როდერ ცირდავა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სპეთის საჯარო სკოლის დირექტორი მაკა დავაძე პასუხობს

სკოლები

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ

საინტერესო

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

„გაზაფხულივით მშვენიერ და მზესავით ნათელ ცხოვრებას ვუსურვებ ჩვენს პედაგოგებსა და ყველა ქალბატონს“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება