სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ქობულეთში ავტოავარიას ორი მე-12 კლასელის სიცოცხლე ემსხვერპლა - დაშავებულია კიდევ 4 მოსწავლე
29-10-2019
-
+


ქობულეთში ავტოავარიის შედეგად ორი მე-12 კლასელი დაიღუპა, 4 კი - დაშავდა.  წინასწარი ინფორმაციით, ოპელის მარკის ავტომობილი,  რომელშიც თანაკლასელები ისხდნენ,  გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

როგორც etaloni.ge-ს სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლის დირექტორმა ნაირა მახარაძემ განუცხადა, შემთხვევა სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ მოხდა. 

„გვითხრეს, რომ ხეს შეეჯახნენ. სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ დამრიგებელმა მოსწავლეები ჭიშკრამდე მიაცილა, სად მიდიოდნენ, ამის შესახებ ინფორმაცია არავინ იცოდა. ბავშვები ერთ-ერთი თანაკლასელის მანქანით წავიდნენ.  სავარაუდოდ, მართვის მოწმობა ჰქონდა მოსწავლეს, რომელიც მანქანას მართავდა. ახალი ჩაბარებული ჰქონდა გამოცდა, რადგან ცნობაც გამომართვა, რომ სკოლის მოსწავლე იყო. მანქანაში 6 მოსწავლე იმყოფებოდა, ყველა თანაკლასელები იყვნენ“, - განაცხადა ნაირა მახარაძემ.

რაც შეეხება 4 დაშავებულ მოსწავლეს, ისინი ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული. როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ განაცხადა, დაშავებულთა შორის ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ხოლო დანარჩენი ორი ახალგაზრდის კი სტაბილურია.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება „სისხლის სამართლის“კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება