სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პატიმრების მაგისტრატურაში სწავლა - ცვლილებას განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა მხარი ერთხმად დაუჭირა
29-10-2019
-
+


პატიმრები მაგისტრატურაზე სწავლას შეძლებენ. აღნიშნული საკითხის დაჩქარებული წესით განხილვისას პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა მხარი ერთხმად დაუჭირა. კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე გავა. 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონსა და „პატიმრობის კოდექსში“ შესატანი ცვლილების ინიციატორები მარიამ ჯაში, სოფო კილაძე და თამარ ხულორდავა არიან.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა განაცხადა, 15 ოქტომბერს მე-16 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მიიღეს წერილი, რომელშიც ერთ-ერთი პატიმარი ითხოვდა, მაგისტრატურის მათთვის ხელმისაწვდომობას.

„ამ კონკრეტულმა პატიმარმა წარმატებით ჩააბარა სამაგისტრო საფეხურზე მისაღები გამოცდები და კანონში არსებული ბარიერის გამო მას არ აქვს უფლება, დაიწყოს სწავლა“ - აღნიშნა ჯაშმა. 

ამასთან,  დეპუტატმა ბოლო წლებში სასჯელაღსრულების სისტემაში  განხორციელებულ რეფორებზე ისაუბრა:

„ბოლო წლებში აღნიშნული სისტემის მნიშვნელოვანი ჰუმანიზაცია მოხდა. ჯანდაცვის კუთხით, სამედიცინო სერვისების კუთხით იყო არაერთი ნოვაცია დანერგილი და 2 წლის წინ პატიმრობის კოდექსში ჩვენ მხარი დავუჭირეთ პატიმრებისთვის უმაღლესი განათლების მიღების საშუალებას დისტანციური მეთოდით, რომლის წესს განსაზღვრავს იუსტიციის სამინისტრო და განათლების უწყება ერთობლივი ბრძანებით. დღეს ათეულობით პატიმარმა უკვე ისარგებლა ამ უფლებით. დღევანდელი მდგომარეობით, 36 პატიმარი გადის სწავლებას ბაკალავრის საფეხურზე“.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

გაკვეთილზე მოსწავლეებმა გამოიყენეს საინტერესო რესურსი - „ბორბალი“

მოსწავლეები, დამრიგებლის ნინო ჭონქაძის ხელმძღვანელობით, ძველ თბილისს ესტუმრნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება