სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველებისათვის ტესტირება 27 ოქტომბერს ჩატარდება
26-10-2019
-
+


დღეს, 26 ოქტომბერს პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველებისათვის პრეტესტი ჩატარდა. პრეტესტის დროს აპლიკანტი ეცნობა სისტემასა და დავალებების ტიპებს და მასში მონაწილეობის მიღება ნებაყოფლობითია.

ტესტირება კი ხვალ, 27 ოქტომბერს 09:00 საათიდან დაიწყება.

2019 წლის საშემოდგომო მიღებისათვის პროფესიულ პროგრამებზე 10600-ზე მეტი აპლიკანტია დარეგისტრირებული.

პროფესიული ტესტირებისათვის საგამოცდო ბარათები სარეგისტრაციო ცენტრებში გაიცემა. ბარათის ამობეჭდვა ასევე შესაძლებელია ვებ-გვერდიდან www.vet.emis.ge

საგამოცდო ბარათის აღება შეგიძლიათ 26 ოქტომბრის ჩათვლით.

ბარათზე მითითებული იქნება:

  • აპლიკანტის პირადი ინფორმაცია;
  • რეგისტრაციის დრო;
  • საგამოცდო ცენტრის მისამართი;
  • ინფორმაცია პრეტესტის შესახებ;
საგამოცდო ბარათის მისაღებად თან იქონიეთ:

  • სარეგისტრაციო ფურცელი;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
  • პროფესიული ტესტირება კომპიუტერულად ტარდება. ტესტი პროფესიული უნარებისა და საგნის/საგანთა ჯგუფის ნაწილისაგან შედგება. დაფინანსების მოპოვების მიზნით კონკურსანტმა ტესტირებაზე პროფესიული უნარებისა და საგნის ტესტის ჯამური მაქსიმალური ქულის 25 %-ზე მეტი უნდა დააგროვოს.

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

EMIS-ის მომსახურებები ფასიანი ხდება – მინისტრის ბრძანება ძალაშია

ორშაბათს სწავლა არ იქნება - საქართველოს საჯარო სკოლები და ბაღები ისვენებენ

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება