სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

კვალიფიციური მასწავლებლის დეფიციტს 900-ზე მეტი სკოლა დღემდე განიცდის - მიხეილ ბატიაშვილი
26-10-2019
-
+


„საქართველოს სკოლების ნახევარი, 900-ზე მეტი სკოლა, 1-დან 100-მდე მოსწავლიანია, რომლებიც ისტორიულად, კვალიფიციური მასწავლებლის დეფიციტს განიცდიან“ - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მასწავლებლებთან შეხვედრისას განაცხადა. 

მინისტრის თქმით, მასწავლებლის სახლის პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში 150 წარგზავნილი მასწავლებელი უკანასკნელი 10 წელი დეფიცტს ვერ ავსებდა, ეს რაოდენობა მოთხოვნილი მასწავლებლების მხოლოდ 40% აკმაყოფილებდა ყოველწლიურად. მასწავლებელთა მომზადების საუნივერსიტეტო მომზადების პროგრამებზეც ათწლეულებია არ იქმნება კონკურსი და ე.წ უფასო პროგრამებზეც კი კონტინგენტი არ სცდება ყოველწლიურად 530-მდე ადამიანს. წელს პედაგოგის პროფესიის პრესტიჟის ზრდის ტენდენციის მიუხედავად, უნივერსიტეტები, აკადემიური პროგრამების ხანგრძლივობიდან გამომდინარე, უახლოესი 5-10 წლის  მანძილზე ვერ უზრუნველყოფენ საჭირო კადრების მომზადებას.

„სწორედ თქვენი მონაწილეობით გადაიჭრება მცირეკონტინგენტიანი სოფლის სკოლებში ათწლეულებია არსებული პრობლემები. სწერდ ამიტომ, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, გაძლიერდეს ისეთი მიზნობრივი პროგრამები, როგორიც არის მაძიებლობის პროგრამა - დღეისათვის სისტემაში 2000-მდე მაძიებელი პედაგოგია.

პირებს , რომლებსაც აქვთ რომელიმე დისციპლინის/საგნის მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი, სკოლაში კონკურსის გავლის შედეგად ერთვებიან 2 წლიან მომზადების პროგრამაში, გადიან დისტანციური მომზადების კურსს და აბარებენ საკვალიფიკაციო გამოცდას. მაძიებლობის პროცესში მასწავლებლები პრაქტიკოსი მასწავლებლის ოდენობის ანაზღაურებას იღებენ. მასწავლებლის ეროვნული სკოლა - რომელიც საშუალებას აძლევს როგორც მოქმედ, ისე მასწავლებლობის მსურველებს გაიარონ 3 თვიანი ინტენსიური პროგრამა და ასწავლონ ერთზე მეტი მომიჯნავე საგანი, მაგალითად ისტორია-გეოგრაფია-სამოქალაქო განათლება, ან ქიმია-ბიოლოგია და ა.შ. პროგრამაზე 4000 პირი დარეგისტრირდა.

24-25 ოქტომბერს გასაუბრებები, ხოლო ტრენინგი ნოემბერში გაიმართება. პროგრამა ასწავლე საქართველოსთვის - გააგრძელებს მასწავლებლების წარგზავნას განსაკუთრებით მოშორებულ და მთის სკოლებში“ - განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება