სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა განსხვავებაა მცირეკონტიგენტიანი სკოლებისთვის გათვლილ ორ პროგრამას შორის? - „მასწავლებლის ეროვნული სკოლა“ და „ასწავლე საქართველოსთვის“
07-11-2019
-
+


მასწავლებლის სახლს აქვს ორი პროგრამა, რომელშიც თითქმის იდენტური პირობებია. „მასწავლებლის ეროვნული სკოლაში“ სწავლის მსურველებისთვის რეგისტრაცია 20 ოქტომბერს დასრულდა, ხოლო  კონკურსზე „ასწავლე საქართველოსთვის“ მიღება 22 ოქტომბრიდან გამოცხადდა. 

etaloni.ge დაინტერესდა, რა განსხვავებაა ამ პროგრამას შორის, მაშინ, როცა ორივეს მიზანი, მაღალმთიან და მცირეკონტიგენტიან საჯარო სკოლებში კვალიფიციური კადრების დასაქმებაა. როგორც აღმოჩნდა მათ შორის მხოლოდ ორი განსხვავებაა, პირველის  შემთხვევაში ჩართვა ნებისმიერ პირს შეუძლია და მას რამდენიმე საგნის სწავლებისთვის ამზადებენ, ხოლო მეორეში მონაწილეობა მხოლოდ სტატუსიან მასწავლებელს შეუძლია და მხოლოდ ერთ საგანს ასწავლის. მივყვეთ დეტალურად:

პროგრამა „მასწავლებლის ეროვნული სკოლა“ ორიენტირებულია მცირეკონტიგენტიან სკოლებზე და მასწავლებლებზე, რომელთაც შეუძლიათ ორი ან მეტი საგანი ასწავლონ. უფრო კონკრეტულად, ეს არის მიზნობრივი პროგრამა და მასში ჩართვა შეეძლო მასწავლებლობის ყველა მსურველს, რომლებიც პროგრამის გავლის შემდეგ იმუშავებენ კონკრეტულ მცირეკონტიგენტიან სკოლაში. ეროვნულ სკოლაში მოხვედრილი პირი ან  მასწავლებლის სახლის მიერ შემუშავებულ ტესტს გაივლის, ან უკვე გავლილი უნდა ჰქონდეს შეფასებისა და გამოცდების ერონული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება, სადაც მან შეიძლება 60 პროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახა, მაგრამ მისი შედეგი 40 პროცენტს აღემატება.

პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ:

  • მათ ვინც ფლობს ბაკალავრის, ან მასთან გათანაბრებულ ხარისხს და არ არის დასაქმებული სკოლაში.
  • მოქმედ მასწავლებლებს, რომლებიც ასწავლიან მაღალმთიან სოფლებსა და მცირეკონტიგენტიან სკოლებში.
  • პირებს, ვისაც სურვილი აქვს მაღალმთიან სოფლებსა და მცირეკონტიგენტიან სკოლებში ასწავლონ.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს გასაუბრება იმ აპლიკანტებთან, ვინც სურვილი გამოხატა, ესწავლა „მასწავლებლის ეროვნულ სკოლაში“, წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ისინი ჩაერთვებიან მასში. გარდა  „გარედან მოსული“ მსურველებისა, ,,ეროვნულ სკოლაში“ ჩართვის საშუალება ჰქონდა იმ მცირეკონტიგენტიანი სკოლების მოქმედ მასწავლებლებს, სადაც სკოლის პროგნოზით, მოსალოდნელია მომიჯნავე საგანში მალევე გაჩნდეს ვაკანსია.

პროგრამაში ჩართული პირებისთვის სწავლა პირველ ნოემბერს დაიწყება და ორთვიანი იქნება. როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი აცხადებს, შესაძლებელია, პროგრამა არ იყოს ერთჯერადი და გაზაფხულზე განახლდეს.

მასწავლებლები მომზადდებიან შემდეგი საგნებისთვის:

1.  ფიზიკა, მათემატიკა, ტექნოლოგიები
2.  ბიოლოგია და ქიმია
3.  სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
4.  ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება
5.  დაწყებითი განათლება (ქართული, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება)

მსმენელები ასევე მომზადდებიან ქართულ ენასა და ლიტერატურაში და ფიზიკურ აღზრდაში.

რაც შეეხება პროგრამას, „ასწავლე საქართველოსთვის“, თუ გასულ წლებში მასში მონაწილეობის უფლება ჰქონდა უმაღლესი განათლების მქონე ნებისმიერ პირს, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული, რომელიმე საგნის სპეციალისტი იყო, ამჯერად პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია უმაღლესი განათლების მქონე სერტიფიცირებულ ან მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამის დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე პირს და პედაგოგებს, რომელთაც დადასტურებული აქვთ შესაბამისი საგნის კომპეტენცია.

პროგრამის მიზანი არის მაღალმთიანი და ბარის შორეული სოფლების საჯარო სკოლებში კვალიფიციური კადრების მოზიდვით, სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობა და განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, მასწავლებლის სახლის პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ პროექტის ფარგლებში 150 წარგზავნილი მასწავლებელი უკანასკნელი 10 წელი დეფიციტს ვერ ავსებდა, ეს რაოდენობა მოთხოვნილი მასწავლებლების მხოლოდ 40% აკმაყოფილებდა ყოველწლიურად. 

პროგრამის ფარგლებში კონკურსი ცხადდება შემდეგი საგნობრივი მიმართულებით:

•           ქართული ენა და ლიტერატურა

•           ინგლისური ენა

•           მათემატიკა

•           ფიზიკა-მათემატიკა

•           ფიზიკა

•           ქიმია-ბიოლოგია

•           რუსული

პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა შერჩევა ხდება კონკურსის საფუძველზე:

I ეტაპი:

კონკურსანტთა განაცხადების გადარჩევა

II ეტაპი:

გასაუბრება

შერჩეულ მასწავლებლებს ჩაუტარდებათ მოსამზადებელი საორიენტაციო ტრენინგები.

პროგრამის მონაწილე კონსულტანტ-მასწავლებლებს შესაძლებლობა ეძლევათ:

•           დასაქმდნენ საქართველოს მაღალმთიანი და ბარის შორეული სოფლების საჯარო სკოლებში და უზრუნველყონ საგაკვეთილო პროცესის წარმართვა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სტანდარტის შესაბამისად.

•           მასწავლებლის საათობრივ ანაზღაურებასთან ერთად მიიღონ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დანიშნული დანამატი;

•           ჩაერთონ ცენტრის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში;

•           მიიღონ უწყვეტი პროფესიული განვითარების ახალი შესაძლებლობები;

•           იზრუნონ ადგილობრივი პედაგოგების პროფესიულ განვითარებაზე;

•           არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით განახორციელონ სხვადასხვა აქტივობები.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„შუშანიკის წამება“ ქართულის გამოცდის მე-4 ვარიანტში - დეტალები

დაგვიანების შემთხვევა არ ყოფილა - NAEC დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს 

10-10 წლიანი პატიმრობა ბაღებისა და სკოლების მშენებლობიდან მოპარული მილიონებისთვის - განაჩენი ცნობილია

სააგენტოს უფროსად 25 წლის ფეხბურთელი დაინიშნა - მორიგი საკადრო ცვლილება სამინისტროში

აკა მორჩილაძის „ობოლე“, არავითარი გივი გეგეჭკორი - ქართულის გამოცდის მესამე ვარიანტი

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

მოსწავლეებმა დაათვალიერეს დიდი საბავშვო მწერლის, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი

საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა 9 აპრილის შესახებ მოიძიეს ინფორმაცია და სასკოლო საზოგადოებას საპრეზენტაციო მასალით გააცნეს ამ დღის შინაარსობრივი დატვირთვა

მასშტაბურ გარემოსდაცვით ღონისძიებას სკოლაში არაერთი აქტივობა მიეძღვნა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება