სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N6 საჯარო სკოლაში ღონისძიება „ფერთა ფესტივალი“ ჩატარდა
23-10-2019
-
+


თბილისის N6 საჯარო სკოლაში ღონისძიება „ფერთა ფესტივალი“ გაიმართა. ღონისძიებაზე 1-ელ და მე-2 კლასელებმა საქართველოს კუთხეები წარმოადგინეს.

მოსწავლეებმა ქართული ტრადიციული ტანსაცმელი მოირგეს, ცნობილი სიმღერები და საცეკვაო ნომრები შეასრულეს. კონცერტი გაიხსნა გია ყანჩელის მუსიკალური ნაწარმოებით „ყვითელი ფოთლები“. ღონისძიების ორგანიზატორი და წამყვანი მე-2ბ კლასის დამრიგებელი ნინო თოდუა იყო. 

 „ბავშვებს ძველი თბილისი და ბოტანიკური ბაღი დავათვალიერებინეთ,  შემოდგომის ფოთლები მოვაგროვეთ და შემდეგ პატარ-პატარა კომპოზიციები შევქმენით. მშობლების დამსახურებაა,  რომ ასე გამოიყურება ჩვენი გარემო. ასევე დაგეგმილია ღონისძიება, სადაც უკვე მე-3 და მე-4 კლასელები თბლისის უბნებს წარმოადგენენ,“ - განაცხადა ნინო თოდუამ. 

სკოლის დირექტორმა ღონისძიების ორგანიზატორს და მოსწავლეებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ასეთ დროს მშობელთა ჩართულობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. 

„ტრადიციულად, მეექვსე წელია სკოლაში ტარდება „ფერთა ფესტივალი“ და 1-ელ და მე-2 კლასელებთან ვატარებთ, რათა ისწავლონ საქართველოს სიყვარული. მშობელთა ჩართულობა ძალიან დიდია და ამით მშობლებთან თანამშრომლობას ვეჩვევით პირველივე კლასებიდან“, - აღნიშნა სკოლის დირექტორმა თამარ აბაზაძემ.  

ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ გლდანის ლუწი მიკრორაიონების საკრებულოს დეპუტატი გულია გოცირიძე, N200 საჯარო სკოლის დირექტორი მარინა უჯმაჯურიძე და ის პენსიონერი პედაგოგები, რომლებმაც N6 საჯარო სკოლაში ბევრი წელი იმუშავეს. ღონისძიების ორგანიზატორმა ისინი ხილის კალათებით დააჯილდოვა.

„ძალინ მიხარია, რომ შემოდგომის დღესასწაული ამ სკოლამ ტრადიციად აქცია. დიდი მადლობა დირექციას,  პედაგოგებს და მონაწილეებს. მოსწავლეებს ვასწავლით, რომ საქართველო მარტო თბილისი არაა. ჩვენი ქვეყანა ხვავით და ბარაქითაა სავსე, ბავშვებს უნდა ვასწავლოთ, რომ თუ ადამიანმა იშრომა, საქართველოს მიწა შემოსავლიანი და ბარაქიანია“ - აღნიშნა გლდანის ლუწი მიკრორაიონების საკრებულოს დეპუტატმა გულია გოცირიძემ. 

სკოლაში იგეგმება ღონისძიება „თბლისის კუთხეები“, რომელზეც მე-3 და მე-4 კლასელი მოსწავლეები თბილისის ღირსშესანიშნაობებს და ტრადიციებს წარმოაჩენენ.  

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება