სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„შეხვედრა სიახლეების კვალდაკვალ“ - გურჯაანი izrune.ge-ს ინოვაციებს მასპინძლობს
17-10-2019
-
+


გურჯაანის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრში საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლებს პროექტ „ეტალონის“ და izrune.ge-ს ავტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის, izrune.ge-ს სიახლეები წარუდგინა.

შეხვედრას გურჯაანის რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მერი მირველაშვილი, სკოლის დირექტორები და izrune.ge-ში ჩართული განსაკუთრებით აქტიური დამრიგებლები ესწრებოდნენ.

პორტალში უკვე ჩართული სკოლების წარმატებულმა დამრიგებლებმა კოლეგებს Izrune.ge-ს შედეგები და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს, მათ სასკოლო ცხოვრების გაუმჯობესებაზე, სასწავლო პროცესში მშობელთა სისტემურ ჩართვასა და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაზე ისაუბრეს.

აღინიშნა, რომ საგანმანათლებლო რესურსცენტრი და სკოლის დირექტორები izrune.ge-ს ირგვლივ კლასების გაერთიანებასა და დამრიგებელთა როლის ზრდას მიესალმებიან. ისინი მშობლებთან ერთად იწყებენ ზრუნვას „მეგობრული კლასის“, „სუპერ კლასის“ და „მომავლის კლასის“ ტიტულების მოსაპოვებლად.

izrune.ge „ეტალონის“ ინოვაციური პროექტია და მოსწავლეებს  ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. საიტზე მოსწავლეებს საშუალება აქვთ, საკუთარი კლასის შესაბამისად გაიარონ სპეციალური ალგორითმით შექმნილი ინდივიდუალური ტესტები, გაიმეორონ და გაამყარონ განვლილი მასალა.

პორტალის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მშობლის (ოჯახის) ჩართულობის გაზრდაა შვილის აღზრდა-განათლების პროცესში. მშობლებს საშუალება აქვთ, თვალი მიადევნონ და უშუალოდ ჩაერთონ ბავშვის განათლების მიღებისა და მოტივაცია-წახალისების პროცესში.

სექტემბრიდან ყოველი თვის მეორე ხუთშაბათი izrune.ge-ზე „წიგნიერების დღეა“, ყოველი თვის მეოთხე ხუთშაბათი „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარების დღე – გზა ევროპისკენ!“, ხოლო ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს ისევ „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეა!“.

შეხვედრის დასასრულს, საგანმანათლებლო აქტივობების ვებ-გვერდ etaloni.ge-ზე  სკოლისა და სკოლაში მიმდინარე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესების წარმოჩენა-წახალისებისთვის სკოლებსა და წარმატებულ დირექტორებს მადლობის სიგელები გადაეცათ. შეხვედრა სამახსოვრო ფოტოების გადაღებით დასრულდა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია

„განათლების სისტემაში არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა“ - ირაკლი კობახიძე

რამდენპროცენტიანი ბარიერი უნდა გადალახოს აბიტურიენტმა პროფესიულ პროგრამაზე რომ ჩაირიცხოს

დაკავებულია არასრულწლოვანი, რომელმაც მოზარდის ფოტოებით პორნოგრაფიული ვიდეო დაამონტაჟა და გაავრცელა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება