სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო , რჩევები

როგორ ვასწავლოთ ბავშვს თხზულების წერა: რამდენიმე აუცილებელი წესი
30-10-2019
-
+


თუ ადამიანი ფლობს ტექსტის შექმნის უნივერსალურ ალგორითმს და მკაფიოდ მისდევს მას, ნებისმიერი მოთხოვნის შესაბამისი ტექსტის დაწერა, სირთულეს არ წარმოადგენს. პირველ რიგში სწორედ ეს საბაზო ცოდნა უნდა ვასწავლოთ ბავშვს და რაც უფრო ადრე მით უკეთესი. შესაძლებელია უკვე მესამე - მეოთხე კლასშიც.

რამდენიმე სავალდებულო წესი:

1.  ტექსტის შექმნისას, ბავშვმა პირველ რიგში უნდა იფიქროს მკითხველზე: ვის, რისთვის და რა უნდა შეატყობინოს. ურჩიეთ იფიქროს, როგორ დაწეროს ისე, რომ ტექსტის წაკითხვა სასურველი გახდეს. იყოს საინტერესო, როგორც სხვებისთვის ისე მისთვის. 

2. უმალვე კარგი ტექსტის დაწერა შეუძლებელია, აუცილებელია შავი ფურცელი და რამდენიმე ეტაპად გულმოდგინე მუშაობა. პირველ რიგში საჭიროა თხზულების ძირითადი აზრის ჩამოყალიბება და მისი ჩაწერა. შემდეგ ტექსტის აგება ისე, რომ მან მკითხველი ამ აზრამდე მიიყვანოს.

3. ტექსტის ასაგებად, აუცილებლად საჭიროა სამუშაო გეგმა თეზისების სახით მაინც, ნაფიქრისა და მასალის შეგროვების შედეგად დანომრილი. თუ ბავშვს არ ესმის რა არის გეგმა, რისთვის არის საჭირო და როგორ შეადგინოს, იგი ვერ შეძლებს ლოგიკურად ააგოს ტექსტი.

4. ავტორს უნდა ჰქონდეს მკაფიო წარმოდგენა მეტყველების სხვადასხვა ტიპებზე და იმის შესახებ, თუ როგორ იგება ტექსტი - თხრობა, აღწერა, მსჯელობა. მეტყველების სხვადასხვა ტიპების ერთ ტექსტში შეერთება უნდა მოხდეს გააზრებით.

5. იმისთვის რომ, რაიმე დაწერო, საჭიროა თუნდაც მცირე, მაგრამ საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილება. ამასთან, აუცილებელია მკითხველის და მაყურებლის გამოცდილებაც.

6. როდესაც ტექსტი შექმნილი და შავ ფურცელზე დაწერილია, საჭიროა მისი ყურადღებით წაკითხვა და დარედაქტირება. მანამდე კი სანამ ბავშვს ტექსტის რედაქტირებას ასწავლით, მას უნდა გააცნოთ შეცდომების კლასიფიკაცია.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დირექტორებმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

პანაშვიდის შემდეგ თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის, ხელოვნების სკოლისა და ბორითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მერაბ კოსტავასადმი მიძღვნილი მხატვრული შემოქმედება

შეხვედრაზე მოსწავლეებმა იმსჯელეს ახალი სასწავლო წლის პრიორიტეტებზე, ერთმანეთს გაუზიარეს იდეები და წარმოადგინეს ინიციატივები
 

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება