სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

რამდენს იწონის თქვენი შვილის ჩანთა? - 6 რეკომენდაცია და აქტივისტი, რომელმაც მძიმე ზურგჩანთების წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო
08-10-2019
-
+


სვატი პატილი მუმბაიში ცხოვრობს. იგი აქტივისტია და ბავშვების ჯანმრთელობისთვის იბრძვის. უკვე რამდენიმე წელია ის სკოლებთან მიდის და ბავშვების ზურგჩანთებს წონის. ასე ამოწმებს, იცავენ თუ არა მოსწავლის ზურგჩანთის წონასთან დაკავშირებით საკანონმდებლო დონეზე მიღებულ რეკომენდაციებს. მისი სასწორი აჩვენებს რომ არა.

წესების თანახმად, რომელიც ინდოეთში 2018 წელს მიიღეს, პირველი და მეორე კლასის მოსწავლეთა ზურგჩანთები არ უნდა იწონიდეს 1,4 კილოგრამზე მეტს. მესამე და მეოთხე კლასების მოსწავლეებმა არ უნდა ატარონ სკოლაში 2,9 კილოგრამზე მეტი. მაღალ კლასებში კი დაშვებულია 4,9 კილოგრამი.

სასკოლო ჩანთების ნორმაში მოსაყვანად, მთავრობამ განაცხადა, რომ პირველი და მეორე კლასების მოსწავლეებს საშინაო დავალებები არ ექნებათ. რადგან სწორედ დამატებითი რვეულები და სახელმძღვანელოები, რომლებიც ბავშვებს სკოლაში დააქვთ, შეადგენდნენ ზურგჩანთების ძირითად წონას.

აღსანიშნავია, ინდოეთის სკოლებში მოსწავლეების ნივთების შესანახი კარადები ძალიან იშვიათია.

სკოლის ჩანთების წონას ინდოეთი უკვე ძალიან დიდი ხანია განიხილავს. წონის შეზღუდვის მომხრე აქტივისტები ცნობილ სამედიცინო რეკომენდაციებს ეყრდნობიან. მაგალითად, ამერიკის პედიატრიის აკადემია ირწმუნება, რომ ჩანთის წონამ ბავშვის წონის 10–20%-ს არ უნდა გადააჭარბოს. ამასთან, 2016 წლის ინდოეთის სავაჭრო ასოციაციის ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, ინდოელი ბავშვების 88% 7-დან 13 წლამდე ასაკში, როგორც წესი, ატარებენ ზურგჩანთებს, რომლებიც მათი წონის ნახევარს იწონის.



ქირურგი-ორთოპედები გამუდმებით იმეორებენ, რომ ასეთი მძიმე ზურგჩანთები - ბავშვების ჯანმრთელობის მრავალრიცხოვანი პრობლემების მიზეზია. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია - ხერხემლის გამრუდება.

ამერიკული პედიატრიის აკადემიის რეკომენდაციები:

  • მოსწავლის ზურგჩანთას უნდა ჰქონდეს ფართო მხრები და მაგარი ზურგი;
  • ზურგჩანთის შიდა განყოფილებები უნდა იყოს თანაბრად გამოყენებული, შედარებით მძიმე საგნები უნდა იყოს განთავსებული ზურგის ცენტრთან ახლოს;
  • ზურგანთა არასდროს არ უნდა იწონიდეს ბავშვის წონის 10–20%-ზე მეტს;
  • სასურველია ზურგჩანთის შემცველობა ბავშვთან ერთად ყოველდღიურად გადაამოწმოთ და ამოიღეთ არასაჭირო ნივთები;
  • შეახსენეთ ბავშვს ჩანთა გადაიკიდოს ორივე მხარზე;
  • დაარეგულირეთ ზურგჩანთა ისე, რომ მისი ძირი ბავშვის წელის დონეზე იყოს;

სვატი პატილმა მძიმე ზურგჩანთების წინააღმდეგ ბრძოლა ჩანთის წონის შეზღუდვის შესახებ კანონის მიღებამდე რამდენიმე წლით ადრე დაიწყო. მან აღმოაჩინა, რომ მისი ტანად სუსტი ექვსი წლის ვაჟის ზურგჩანთა თითქმის 7 კილოგრამს იწონიდა.

პატილმა გადაწყვიტა ემოქმედა და მუმბაის სასამართლოში შეიტანა პეტიცია, მოთხოვნით - მთავრობას ზურგჩანთების წონის შესამცირებლად ღონისძიებები მიეღო.

სასამართლომ მაჰარაშტრას შტატის (სადაც მუმბაი მდებარებს) მთავრობა, აიძულა მიეღო აუცილებელი ღონისძიებები. მას შემდეგ აქტივისტი სკოლებში თუ სასამართლოში ზურგჩანთების წონის რეგულაციისთვის იბრძვის.



პატილი ირწმუნება, რომ წესები მხოლოდ ქაღალდზე არსებობს. სწორედ ამიტომ მას სკოლაში სასწორი დააქვს და დარღვევებს აფიქსირებს. პირველივე მის მიერ შემოწმებული მეშვიდეკლასელი ზურგჩანთის გარეშე 31 კილოგრამს იწონიდა, ჩანთასთან ერთად კი 37. მეორეკლასელი კი 20 კილოგრამს, ჩანთის მოხსნის შემდეგ კი მისი წონა 15 კილოგრამს შეადგენდა, ანუ სკოლის ტვირთი მისი მთელი მასის მეოთხედის.

პატილი აღნიშნავს, რომ ბევრ სკოლაში დირექტორებმა არც კი იციან რომ რაიმე სახის შეზღუდვები არსებობს. უფრი მეტიც, ინსპექტორები ამსუბუქებენ ზურგჩანთებს არა წიგნებისა და რვეულების ხარჯზე, არამედ ჩანთიდან წყლის ბოთლებისა და ლანჩის ყუთების ამოღებით.

ზურგჩანთების შემთხვევით აწონვაზე დაყრდნობით, პატილი ირწმუნება, რომ სკოლები არ ითვალისწინებენ რეგულაციებს, განათლების სამინისტრო კი არა მხოლოდ არ აკონტროლებს, არამედ არანაირად არ ცდილობს სიტუაციის შეცვლას - მაგალითად, სკოლის სახელმძღვანელოების ზომის და წონის შემცირებას.

ამჟამად კი პატილი აპირებს ინდოეთის უზენაეს სასამართლოს მიმართოს, მანამდე კი ზურგჩანთების აწონვას აგრძელებს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება