სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მორიელისთვის ჭორები, ინტრიგები, დეპრესიულობა იმატებს - რომელ დღეს უნდა იყოს ფრთხილად ყველა ზოდიაქოს ნიშანი ამ კვირაში?
23-09-2019
-
+


დღეს მზე ქალწულის ზოდიაქოს ტოვებს და სასწორის ზოდიაქოში გადადის. ამ ერთი თვის განმავლობაში წინა პლანზე წამოვა ეთიკურობა, ინტელექტის განვითარება და კომუნიკაბელურობა. ადამიანებში მოიმატებს მშვიდობიანობა, პრობლემების დიპლომატიისა და კომპრომისის გზით გადაწყვეტა. 

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გირჩევთ, თუ უცხოეთიდან მაგიური ნივთები გაქვთ ჩამოტანილი და მათთან მიმართებაში დისკომფორტს განიცდით, 25 სექტემბერს, ოთხშაბათს უნდა გადაყაროთ ან დაწვათ. 

28 სექტემბერს არის ახალმთვარეობა. იყავით ფრთხილად და ეს დღე გაატარეთ მშვიდად, ყოველგვარი კონფლიქტების, საქმის გარჩევის გარეშე. არავითარ შემთხვევაში არ დაიწყოთ ახალი საქმე. 

რაც შეეხება მიმდინარე კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს თითოეული ზოდიაქოს ნიშნებისთვის, იხილეთ ვრცლად:

ვერძი - თქვენი ენერგოტონუსი მატულობს, შესაძლებლობებისა და საუკეთესო თვისებების გამოვლენის დროა. პარტნიორულ ურთიერთობებში სიტუაცია დაიძაბება, ამიტომ გმართებთ დიპლომატიის მეშვეობით კომპრომისების მოძებნა. 

კურო - პირველ რიგში ყურადღება ჯანმრთელობას მიაქციეთ. შეიძლება გაციებამ ან ტრამვულმა სიტუაციამ იჩინოს თავი. საქმიანი კუთხით კი შეგიძლიათ შემოქმედებითად ნაყოფიერად იმუშაოს. 

ტყუპები - გიუმჯობესდებათ მდგომარეობა, დაიჭერთ ზუსტ სტრატეგიას, რომელიც აუცილებელია წარმატებისთვის.  თუმცა პარტნიორული კონფლიქტების ტენდენცია მაღალია, ამიტომ აქ გმართებთ დიპლომატია. 

კირჩხიბი - თქვენი ფსიქოემოციური მდგომარეობა და ორგანიზმის იმუნიტეტი კლებულობს.  ზედმეტ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ნუ აიღებთ, სარისკო მოქმედებებს მოერიდეთ. ყველაზე ფრთხილად კი 28 სექტემბერს იყავით, კონტროლი გაუწიეთ საკუთარ თავს ახლობლებთან, მეგობრებთან, კოლეგებთან ურთიერთობაში. 

ლომი - ძალიან აქტიური და წარმატებული ხდებით. მაგრამ ერთი უარყოფითია - ადვილად ენდობით და უჯერებთ სხვა ადამიანებს. სხვის მხრიდან თქვენი მოტყუების მცდელობა მაღალია, ყველა ინფორმაცია უნდა გადაამოწმოთ. სხვა მხრივ სასიკეთო პერიოდი გაქვთ. 

ქალწული -
იყავით მაქსიმალურად ყურადღებით, რადგან არასწორი ინფორმაციის მიღება ხელს შეგიშლით წინსვლაში. თუ თქვენი პრობლემების სხვაზე გადატანას შეეცდებით, საპასუხო რეაქციებს მიიღებთ. მოერიდეთ კაპიტალდაბანდებებს და სერიოზულ ფინანსურ ხარჯს, შესაძლოა ამ მხრივ პრობლემებმა იჩინოს თავი. 

სასწორი - ყველაზე კარგი პერიოდია - შემოქმედებისთვის, ქორწინებისთვის, სიყვარულისთვის, კარიერული განვითარებისთვის, ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ჯანმრთელობა გაუმჯობესებულია, ოპტიმიზმი მატულობს - ეს თქვენი დროა იაქტიურეთ. 

მორიელი - ის, რომ შეიძლება თქვენც ვერ მიხვდეთ, იგრძნობთ, რომ შეიძლება გადაუხვიოთ იმ პრინციპებს, რომლებსაც სხვა დროს არ გადაუხვევდით.  პროვოკაციების ალბათობა მატულობს, იყავით ფრთხილი და წინდახედული. მოიმატებს ყველა სახის შეცდომების - ჭორების, ინტრიგების, დეპრესიულობის ტენდენცია. 

მშვილდოსანი  - უკეთ იგრძნობთ თავს, უფრო ოპტიმისტი, კეთილშობილი, კონტაქტური იქნებით. წარმატების შანსები ყველა დონეზე იმატებს, მათ შორის უცხოელებთან კონტაქტების კუთხით. თქვენი პასუხისმგებლობის გრძნობა იმდენად მაღალია, შესაძლოა გადაერთოთ ვალდებულებების და დაუსრულებელი საქმეების შესრულებაზე, რაც შეზღუდავს მის შემოქმედებით თავისუფლებას. ეს არის მთავარი პრობლემა. ზედმეტად ნუ გადაიტვირთებით, ენერგოტონუსი თანდათან მცირდება. 

მერწყული - კარგად იგრძნობთ თავს. იგრძნობთ, რომ ეს კოსმიური ენერგიები თქვენთვის მონათესავეა. შეგიძლიათ საკუთარი საინტერესო იდეების გენერირება მოახდინოთ. მოგეცემათ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება.

თევზები - კარიერული წინსვლისთვის საუკეთესო კვირაა. ფანტაზიებს ნუ აჰყვებით, თქვენი მოტყუების მცდელობა იმატებს. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს, ნარკოტიკებსა და ფსიქოტროპული პრეპარატებს. იყავით ყურადღებით - მეგობრული ღალატის ალბათობა მატულობს. 

ვრცლად იხილეთ ვიდეო




კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

განცხადებების მიღება 14 მაისის ჩათვლითაა შესაძლებელი - იხილეთ დეტალური ინფორმაცია

„მოხდა შემზარავი დანაშაული ჩემი შვილების მონაწილეობით“ - სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს უცვლელად გთავაზობთ

მასწავლებელთა გამოცდაზე რეგისტრაცია გახანგრძლივდა - თანხის გადახდა 7 მაისის 18:00 საათამდე შეგეძლებათ

მასწავლებელთა გამოცდებზე პირველადი რეგისტრაცია დასრულებულია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც აპლიკანტებმა გაითვალისწინონ 

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

მათი ნამუშევრები ასახავს ქართული ანბანის სილამაზეს, სისუფთავესა და უნიკალურობას

კონკურსის გამარჯვებულებს გადაეცათ კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდის სასწავლო გრანტი

მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას ეროვნული დღესასწაული საინტერესო  პრეზენტაციებით მიულოცეს

საინტერესო

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება