სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N138 და N114 საჯარო სკოლებში დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებს განათლების მინისტრის მოადგილე გაეცნო
11-09-2019
-
+


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ირინა აბულაძე, პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა გაბუნიასთან და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელ ზვიად როსტომაშვილთან ერთად, თბილისის N138 და N114 საჯარო სკოლებში დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო და მშობლების და სკოლის პედაგოგების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

თბილისის N138 საჯარო სკოლის ახალი შენობის მშენებლობას საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო განახორციელებს და ბიუჯეტი 10 მილიონი ლარი იქნება. პროექტის ფარგლებში ძველი სკოლის დემონტაჟი განხორციელდება, სანაცვლოდ კი, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად აშენდება 650 მოსწავლეზე გათვლილი ახალი შენობა.

სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით, 2019-2020 სასწავლო წლიდან მოსწავლეები სწავლას ქალაქ თბილისის N48 საჯარო სკოლაში გააგრძელებენ. სამშენებლო სამუშაოები 2020 წლის დეკემბერში დასრულდება.

114-ე საჯარო სკოლის ახალი შენობის მშენებლობას ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის (CEB) ფინანსური დახმარებით მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2021 წლის ივნისში იგეგმება.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება