სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N172 საჯარო სკოლაში სოციალური პროექტი განხორციელდა
11-09-2019
-
+


თბილისის N172 საჯარო სკოლაში პროექტი - „დედამიწის დღე და პლანეტის ერთ-ერთი მთავარი სატკივარი საყოფაცხოვრებო ნარჩენები“ განხორციელდა. 

პროექტში I კლასის მოსწავლეები, მათი მშობლები, თანატოლები და პედაგოგი/დამრიგებელი ნანა კახაძე მონაწილეობდნენ.

„აღნიშნული სოციალური პროექტის ძირითად თემას წარმოადგენს დედამიწის დღე და პლანეტის საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურება . ჩვენი ეპოქის უმნიშვნელოვანეს პრობლემად და გამოწვევად თამამად შეგვიძლია მივიჩნიოთ ეკოლოგიური პრობლემები, რომლის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი საყოფაცხოვრებო ნივთებით დაბინძურებული გარემო და მთავარი დამაბინძურებელი-ადამიანია. სწორედ ამ და სხვა პრობლემების აქტუალიზაციისთვის 22 აპრილს დედამიწის დღე აღინიშნება.
ამ თემის ასარჩევად მიბიძგა იმან, რომ მოსწავლეთა დიდი ნაწილს მწირი ინფორმაცია აღმოაჩნდათ ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით. ამასთან უმნიშვნელოვანესია ამ ასაკიდანვე მიეწოდოს ბავშვს ინფორმაცია აღნიშნულ თემატიკაზე. მით უმეტეს, რომ ჩვენი ქვეყანა ეტაპობრივად იწყებს ნარჩენების სეპარაციას, მნიშვნელოვანია მოსწავლეებმაც აუწყონ ფეხი ამ პროცესს. სწორედ ამიტომ შევეცადე ოპტიმალური გზებით ამემაღლებინა მათი ცნობიერება. პირველ ყოვლისა დავისახე რამდენიმე ამოცანა და სამოქმედო გეგმა. პროექტის განხორციელების პირველ კვირაში მოხდა დედამიწის დღის შესახებ და დედამიწის ეკოლოგიურ პრობლემებზე ინფორმაციის მიწოდება. მომდევნო კვირაში განხორციელდა ნარჩენების სეპარაციის შესახებ ინფორმაციის გაცნობა. მესამე კვირას მოსწავლეები თავად შეეცადნენ დაეხარისხებინათ ნარჩენები „ვორქშოპის“ ფორმატში. მეოთხე კვირაში მოსწავლეებმა გამოფინეს მათ შესრულებული ნახატები ამ თემაზე და აღნიშნეს დედამიწის დღე. აღსანიშნავია რომ თითოეული აქტივობის შემდეგ იზრდებოდა თემატიკით დაინტერესებულთა რიცხვი. მოსწავლეები უკვე ერთმანეთს მიუთითებდნენ როგორ უნდა ეზრუნათ გარემოზე და არ დაენაგვიანებინათ გარემო“,-აღნიშნავს პედაგოგი. 

პროექტის შესახებ იხილეთ ვრცლად

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

თუ მაშინ არა, ახლა ჩაირიცხებით (?!) - 7000-ზე მეტი ვაკანტური ადგილი 1800-მდე აბიტურიენტისთვის „იბრძოლებს“

მასშტაბური შემოწმებები საბავშვო ბაღებში - პერსონალის მზადყოფნა და სამზარეულოები 2 ათასამდე სააღმზრდელო დაწესებულებაში გაკონტროლდება

„ავტორი ვარ! არ იცით, როგორი ეროვნული მუხტია ისტორიის სახელმძღვანელოებში“

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება