TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როდის გახდება ცნობილი რა ცვლილებები შედის 2020 წლის ეროვნული გამოცდების ისტორიის ტესტებში?!
11-09-2019
-
+


რა ცვლილებები შევა ერთიანი ეროვნული გამოცდების ისტორიის ტესტებში, ამის შესახებ ცნობილი ოქტომბრის თვეში გახდება. როგორც etaloni.ge-სთან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ისტორიის ჯგუფის წარმომადგენელი მიხეილ ბახტაძე აცხადებს, ცვლილებები საცდელი ტესტირების ჩატარების შემდგომ გამოქვეყნდება.

რაც შეეხება 2019 წლის ისტორიის ტესტებში მიღებულ შედეგებს, მიხეილ ბახტაძე აღნიშნავს, რომ სხვა საგნებთან შედარებით, ისტორიაში ცუდი მაჩვენებელი არ დაფიქსირებულა, თუმცა აბიტურიენტებისთვის კვლავ პრობლემას წარმოადგენს ტექსტის ანალიზი და საკუთარი მოსაზრების გადმოცემა.

- ისტორიის გამოცდაში 2 უმაღლესი ქულა დაიწერა, როგორ შეაფასებდით მიღებულ შედეგებს და წინა წელთან შედარებით, რამდენად განსხვავებული იყო წელს მიღებული შედეგები?

- წლევანდელი შედეგები დაახლოებით ისეთივეა, როგორიც წინა წლებში იყო. ისტორიას ან გეოგრაფიას ყველაზე მეტი აბიტურიენტი (11 ათასიდან 13 ათასამდე აპლიკანტი) ირჩევს დამატებით საგნად და მათგან მხოლოდ 8-10% ვერ ლახავს ზღვარს, რაც დამეთანხმებით, სხვა საგნებთან შედარებით არცთუ ისე ცუდი მაჩვენებელია.

- ისტორიის პირველი და მეორე ვარიანტის გამსვლელ ქულებს შორის 4-ქულიანი სხვაობაა. არც უმაღლესი ქულა დაიწერა. რატომ გაუჭირდათ მეორე ვარიანტის დაწერა აბიტურიენტებს?

- აბიტურიენტებს მეორე ვარიანტში გაუჭირდათ პასუხის გაცემა N37 დავალებაზე, რომელიც მოითხოვდა რუკის ანალიზს, ასევე გაუჭირდათ N38 დავალების სწორად შესრულება, სადაც უნდა გაეანალიზებინათ წერილობითი წყარო.

- რომელ საკითხში უშვებენ ყველაზე მეტ შეცდომას აბიტურიენტები?

- აბიტურიენტებს შედარებით უჭირთ საკუთარი მოსაზრების გადმოცემა და მისი სათანადო არგუმენტაცია; მაგალითად, დავალებები 35 და 36, რომლებიც ღიაპასუხებიანი დავალებებია და მოითხოვს ეპოქის ცოდნას, კრიტიკული ანალიზისა და არგუმენტაციის უნარს.

- მომავალ წელს ისტორია მესამე სავალდებულო საგნად იქნება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი. რა ტიპის ცვლილებები შევა ტესტებში?

- ცვლილებები ნამდვილად იგეგმება. დეტალური ინფორმაცია სიახლეებთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, ოქტომბერში გამოქვეყნდება, მას შემდეგ, რაც საცდელი ტესტირების შედეგები განიხილება საკონსულტაციო საბჭოსთან ერთად.

ასევე იხილეთ: 2020 წლის ეროვნული გამოცდებისთვის დარგის მიხედვით ჩასაბარებელი საგნები ცნობილია - განათლების მინისტრის ბრძანება

2020 წლისთვის მათემატიკის ტესტში ცვლილებები იგეგმება - „აბიტურიენტები სიღრმისეულად არ სწავლობენ მათემატიკას“

„აბიტურიენტთა ნაწილს წარმოდგენაც კი არა აქვს ტესტის ფორმატზე“ - ქართულის გამოცდას ჯგუფის ხელმძღვანელი ნანა ლოლაძე აფასებს

„ბოლო წლებში აბიტურიენტთა შედეგები მნიშვნელოვნად არ შეცვლილა“ - ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელი

2020 წელს უცხოური ენების ტესტებში ცვლილებები კვლავ განხორციელდება


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება