სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„კახა კუკავას მიერ გავრცელებული ინფორმაცია სრული სიცრუეა“ - ბერიკა შუკაკიძე
23-08-2019
-
+


„თავისუფალი საქართველო“ თავმჯდომარის, კახა კუკავას ბრალდებას მასწავლებელთა შემცირების თაობაზე, პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ბერიკა შუკაკიძე პასუხობს და სიცრუეს უწოდებს.

„აბსოლუტური სიცრუეა ის, რასაც ბატონი კუკავა აცხადებს! გაუგებარია, რის საფუძველზე აკეთებს ასეთ უპასუხისმგებლო განცხადებას! ჩვენი რეფორმის შესახებ იცის მთელმა საზოგადოებამ - მასწავლებლებს, რომლებმაც აიმაღლეს სტატუსი, ვუზრდით ხელფასებს, ასევე, სკოლის კარს ვუღებთ ახალგაზრდა კადრებს, ხოლო იმ პენსიონერ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებმაც თავისი ნებით მიიღეს პროფესიიდან გასვლის გადაწყვეტილება, მადლობის ნიშნად ვაჯილდოებთ 2 წლის ჯამური ხელფასით და ვუნარჩუნებთ პედაგოგის ჯანმრთელობის დაზღვევას. ბატონი კუკავა ცრუობს და შეცდომაში შეყავს საზოგადოება!“-აცხადებს ბერიკა შუკაკიძე.

როგორც კახა კუკავამ განაცხადა, ნოემბერში დაგეგმილ პედაგოგების გამოცდების შედეგად, მასწავლებელთა მასშტაბური შემცირება იგეგმება. ამასთან, მისი თქმით, საგამოცდო საკითხებზე პედაგოგები სათანადოდ ინფორმირებული არ არიან და საკითხები სათანადოდ შედგენილი არ არის. კახა კუკავა საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დარგის სპეციალისტებთან ერთად გამოცდების სტანდარტი შეამოწმოს.

„დღეის მდგომარეობით, გამოცდები ჩაბარებული აქვს პედაგოგთა მესამედზე ნაკლებს და ეს რიცხვი სავარაუდოდ, ნოემბერში დაგეგმილი გამოცდების შედეგად შეიცვლება. შესაბამისად, სკოლის პედაგოგების ნახევარზე მეტს 31 დეკემბრამდე სამსახურის დატოვება მოუწევს. გარდა იმისა, რომ გამოცდების ჩასაბარებლად შემჭიდროვებული ვადებია დადგენილი, აღსანიშნავია, სკოლის პედაგოგების სხვა პრეტენზიები. განათლების სამინისტროში პროცესებს დღესაც ხელმძღვანელობენ კახა ლომაიას დროინდელი კადრები, რომელთა ამოცანაც იყო განათლების სისტემის ბოლომდე მორღვევა და მის ნაცვლად ანტისახელმწიფოებრივი სისტემის ფორმირება“, - აცხადებს კახა კუკავა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

საგამოცდო პროგრამები მასწავლებლებისთვის - დავალებების ნიმუშები, შეფასების კრიტერიუმები და სტრუქტურულ თავისებურებები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პირველ ადგილზე გასული გუნდები 2027 წლის გაზაფხულზე ქვემო ქართლის რეგიონულ ეტაპზე წალკის მუნიციპალიტეტს წარადგენენ

პიროვნება
სკოლები
სასწავლო პროცესის ამგვარი ფორმატი მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, სახელმძღვანელოში მიღებული ცოდნა რეალურ მხატვრულ გარემოს დაუკავშირონ
 

სკოლაში სხავადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერებისა და სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება