სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

რას ფიქრობენ „მოქალაქეობის“ სწავლებასთან დაკავშირებით სკოლების დირექტორები?- „მოქალაქეობა მხოლოდ პასპორტის ქონას არ ნიშნავს“
21-08-2019
-
+


სექტემბრიდან მოსწავლეებს ახალი საგანი „მოქალაქეობა“ დაემატებათ. საგანს მეშვიდე კლასში შეასწავლიან და ის ბევრ აქტუალურ საკითხს შეეხება. ახალი საგნის ფარგლებში მოსწავლეები 5 თემას გაივლიან: თემს, რომელშიც ვცხოვრობთ; სასკოლო გარემო/სასკოლო საზოგადოება; ჯანსაღ ცხოვრება, ბუნებრივი გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა; ეკონომიკურ ურთიერთობებს თემში.

რამდენად მნიშვნელოვანია „მოქალაქეობის“ სწავლება სკოლებში? - ამ საკითხზე სასაუბროდ ETALONI.GE სკოლის დირექტორებს ესაუბრა:

ასლან შაინიძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის დისველის საჯარო სკოლის დირექტორი - ჯანსულ შაინიძე:

„სამოქალაქო შეგნების ასამაღლებლად „მოქალაქეობის“ სწავლება აუცილებელია. ჩვენ ახალ თაობას ვზრდით და სამოქალაქო განათლების გავლენის გაძლიერებას სკოლებში ვფიქრობ, დიდი მნიშვნელობა ექნება. გარდა ამისა, აღნიშნული საგნის ცოდნა ადამიანს ყოველდღიურობაშიც სჭირდება და ქვეყნისთვისაც აუცილებელია, რადგან როგორი მოქალაქეებიც ეყოლება საქართველოს, ქვეყანაც ისეთი იქნება“.

ბათუმის N14 საჯარო სკოლის დირექტორი - ნატო გოგუაძე:

„მივესალმები „მოქალაქეობის“ სწავლებას სკოლებში, რადგან ბავშვი პატარაობიდანვე სწავლობს მოქალაქედ ჩამოყალიბებას. აღნიშნული საგნის სწავლით მოსწავლეები ისეთ მნიშვნელოვან დეტალებს გაიგებენ, რომლებიც მომავალში მათ კარგ მოქალაქედ ჩამოყალიბებაში დაეხმარებათ. გარდა ამისა, საგანი მოსწავლეებს უსაფრთხოების ზომებისა და ფორსმაჟორულ სიტუაციაში მოქცევის წესების ათვისებაში დაეხმარებათ. ჩვენს სკოლაში „მოქალაქეობის“ სასწავლებლად პედაგოგები უკვე გვყავს შერჩეულები“.

აბაშის მუნიციპალიტეტის საგვაზავოს საჯარო სკოლის დირექტორი - რამინ ჯალაღონია:

„ყოველი ახალი საინტერესო სიახლე მისაღებია ჩემთვის. „მოქალაქეობის“ სწავლით ვფიქრობ, მოსწავლეები გათვიცნობიერდებიან, როგორ ააშენონ ახალი დემოკრატიული სახელმწიფო. ჩვენს სკოლაში ახალ საგანს ისტორიის პედაგოგი ასწავლის“.

მარტვილის მუნიციპალიტეტის, ხუნწის საჯარო სკოლის დირექტორი - მალხაზ წირღვავა:

„მიმაჩნია, რომ „ მოქალაქეობა“ საჭირო საგანია და მივესალმები ამ ინიციატივას. აღნიშნული საგნის პედაგოგი უკვე შევარჩიეთ, რომელიც შეხვდა გამომცემლობას და სახელმძღვანელოსაც გაეცნო“.

დანიელ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის დირექტორი - სვეტლანა ბოკუჩავა:

„ვფიქრობ, „მოქალაქეობის“ სწავლება სკოლაში სავალდებულოა, რადგან მოსწავლეებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ თავიანთი უფლება-მოვალეობები. აღნიშნულ საგანს ჩვენს სკოლაში უფროსი პედაგოგი  ასწავლის, შეძენილი გვაქვს საგნის სახელმძღვანელოებიც“.

ახმეტის მუნიციპალიტეტის ზემო ალვანის N1 საჯარო სკოლის დირექტორი - ბაგრატ ქადაგიძე:

„ეს საკითხი ძალიან აქტუალურია და ვფიქრობ, ყველა ბავშვს უნდა ესმოდეს, რა არის მოქალაქეობა. ჩემი აზრით, მოქალაქეობა მხოლოდ პასპორტის ქონას არ ნიშნავს, არამედ ამ საკითხზე საუბარი ფართოდ შეიძლება. ჩვენს სკოლაში აღნიშნული საგნის სწავლებასთან დაკავშირებით ვაკანსია გვაქვს გამოცხადებული და ვფიქრობ, მას ისტორიის სერტიფიცირებული პედაგოგი ასწავლის“.

ახმეტის მუნიციპალიტეტის ჯოყოლოს საჯარო სკოლის დირექტორი - ნაზო ბორჩაშვილი:

„ჩვენს სკოლაში „მოქალაქეობას“ სამოქალაქო განათლების კომპეტენტური პედაგოგი ასწავლის, რომელსაც უამრავი ტრენინგი აქვს გავლილი. მიმაჩნია, რომ, ამ საგნის სწავლება დღევანდელი თაობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოქალაქეობა, სამოქალაქო ცნობიერება უპირველესია ქვეყნის მომავლისა და წინსვლისთვის“.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკობიანოს საჯარო სკოლის დირექტორი - ქეთევან გორელაშვილი:

„ძალიან კარგი ინიციატივაა და ვფიქრობ, ამ საგნის სწავლება ბავშვებს სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაში დაეხმარებათ“.

ხაშურის მუნიციპალიტეტის ბეკამის საჯარო სკოლის დირექტორი - მამუკა მათიაშვილი:

„მივესალმები ყველა საინტერესო სიახლეს. მოქალაქეობის სწავლა მოსწავლეებს საშუალებას მისცემთ, უფრო კარგად ჩამოყალიბდნენ, როგორც საზოგადოების წევრი. ვფიქრობ, ამ საგნის სწავლით, ბავშვები მეტად ინფორმირებულები გახდებიან სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენს სკოლაში „მოქალაქეობას“ ისტორიის პედაგოგი ასწავლის“.

ხაშურის მუნიციპალიტეტის ცხრამუხის საჯარო სკოლის დირექტორი - ასმათ ბერიძე-კოპაძე:

„ყველა მოსწავლე დამოუკიდებელი პიროვნება უნდა გახდეს და ძალიან მნიშვნელოვანია მას ის უნარები გააჩნდეს, რასაც „მოქალაქეობა“ განუვითარებს. ამიტომ, მივესალმები ამ საგნის სწავლებას და ვფიქრობ, ყველა კლასში უნდა ისწავლებოდეს. ჩვენს სკოლაში მოქალაქეობას სამოქალაქო განათლების სპეციალისტი ასწავლის“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

თითოეულ აღსაზრდელს 30 000 ლარს სახელმწიფო გადაუხდის - სასამართლოს გადაწყვეტილება ნინოწმინდის პანსიონის საქმეზე

5 პოპულარული პროფესიულ პროგრამა, სადაც ყველაზე მეტი სტუდენტი აბარებს

საგამოცდო სესიების განრიგი, მაქსიმალური ქულები და ტესტების ნიმუშები ცნობილია - NAEC დეტალებზე

კარიერული განვითარების მსურველმა პედაგოგებმა ტრენინგები უნდა გაიარონ

„ეროვნულებზე საგანში გადასალახი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი“ ცნობილია - ბრძანება პროფესიულ პროგრმებზე სტუდენტთა მიღებას ეხება 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს თბილისის N141 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი​ ნინო თოფურია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სკოლა „ცოდნას“ დაწყებითი კლასების მასწავლებელი სალომე ქაჯაია პასუხობს

სკოლები

მოსწავლეთა კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი ზურა ხაკიანი გახლავთ

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მე-7, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეები

მოსწავლეები თბილისში არსებულ მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმს სტუმრობდნენ

ღონისძიების მიზანი იყო წიგნის კითხვის წახალისება და პოპულარიზაცია მოსწავლეებში

საინტერესო

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

დაწყებითი საფეხურის მოსწავლების ნაწილი სახელმძღვანელოს გადაფურცვლას „სქროლვით“ ცდილობს - კვლევა ბრიტანეთში 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება