სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

როგორ დავგეგმოთ გაკვეთილი? - რჩევები დამწყებ მასწავლებლებს
16-08-2019
-
+


ნებისმიერი მასწავლებლისთვის, დამწყები იქნება თუ გამოცდილი, მნიშვნელოვანია გაკვეთილის სწორად დაგეგმვა. etaloni.ge გაგიზიარებთ რჩევებს, რაც განსაკუთრებით დამწყებ პედაგოგებს გამოგადგებათ.

ალბათ, გაგჩენიათ კითხვა რა საჭიროა გაკვეთილის გეგმის დაწერა? გახსოვდეთ, რომ ყველაზე კარგია წინასწარ იყოთ მზად გაკვეთილისთვის! როდესაც წინასწარ გექნებათ დაწერილი გეგმა და  მზად იქნებით გაკვეთილის ჩასატარებლად, მოსწავლეების წინაშეც ბევრად უფრო თავდაჯერებულად იგრძნობთ თავს და კლასშიც მშვიდად შეაბიჯებთ.

მითითებები, რომლებზეც უნდა გაამახვილოთ ყურადღება, როდესაც წერთ გაკვეთილის გეგმას:

  1. რა არის გაკვეთილის მთავარი თემა? - გაკვეთილის თემასა და თქვენ მიერ დაგეგმილ აქტივობებს თუ აქვს ლოგიკური ბმა ერთმანეთთან, მაშინ მოსწავლეებიც ბევრად უფრო თავისუფლად შეძლებენ, რომ გამოგყვნენ გაკვეთილზე;
  2. როგორ შეიძლება გავაღვიძოთ მოსწავლის ინტერესი? - დაიწყეთ გაკვეთილი ისე, რომ თავიდანვე ჩართოთ მოსწავლეები მასში. აჩვენეთ ფოტოები ან საგნები, რომ მიიპყროთ მათი ყურადღება და გააგებინოთ რა არის ახალი მასალის ძირითადი თემა;
  3. როგორ შეიძლება გამოვიწვიოთ მოსწავლეები გაკვეთილში ჩასართავად? - ყველა მოსწავლეს, რაც უნდა ასაკისა და დონის იყოს ის, სჭირდება გაკვეთილზე გამოწვევა, გააქტიურება. თუ არ არის გამოწვევა, არ არის სწავლა. და თუ არ არის სწავლა, არ არის მოტივაცია. დაფიქრდით, რა ცოდნა აქვთ და დარწმუნდით, რომ არ ასწავლით იმავეს, რაც უკვე იციან;
  4. როგორ გადავამოწმოთ ბავშვებმა რა იციან? -  შეგიძლიათ კითხოთ განვლილი მასალა. გახსოვდეთ, რომ ერთ გაკვეთილზე ახსნილი მასალა არ ნიშნავს, რომ ყველა მოსწავლემ კარგად იცის ისინი შემდეგი გაკვეთილებისთვის. დაუკავშირეთ განვლილი მასალა ახალ თემას და დაგეგმეთ ისეთი სიტუაციური დავალებები, რომ მოსწავლეებს მეტი პრაქტიკის საშუალება მისცეთ;
  5. რა არის თქვენი გაკვეთილის მიზანი? - უმნიშვნელოვანესია ყოველთვის გახსოვდეთ, რატომ აკეთებინებთ მოსწავლეებს ამა თუ იმ დავალებას, აქტივობას; რატომ თამაშებთ ან თუნდაც რატომ ამღერებთ.  თქვენს გეგმაში  ყველაფერი სწავლაზე უნდა იყოს ორიენტირებული. თუ არ იცით თქვენი აქტივობები მოსწავლეს რას ასწავლის, სჯობს ამოიღოთ გეგმიდან;
  6. რა და როგორ ვასწავლო გაკვეთილზე?  - წინასწარ თუ გადაწყვეტთ რა თემაზე იქნებით კონცენტრირებული და მოიფიქრებთ როგორ ასწავლით მათ, ჩათვალეთ თქვენ უკეთ იქნებით აღჭურვილი და მარტივად აუხსნით მოსწავლეებს მათ;
  7. როგორ შეიძლება ავხსნა ესა თუ ის აქტივობა? - უმჯობესია, გონებრივად მოემზადოთ როგორ აპირებთ ახსნათ თითოეული აქტივობა. ახსნები უნდა იყოს მოკლე, ცხადი და ვიზუალურად აღქმადი.  არ დაგავიწყდეთ შეამოწმოთ რამდენად კარგად იგებენ ბავშვები თქვენს ნათქვამს. ეს შეგიძლიათ გააკეთოთ მარტივად. გამოიყვანეთ ერთი ან ორი ბავშვი და სთხოვეთ გესაუბროთ რა გაიგეს თქვენი ნათქვამიდან. აუცილებელია წინასწარ გქონდეთ მოფიქრებული რას დაწერთ დაფაზე!  შეგიძლიათ გეგმაში ჩახატოთ პატარა დიაგრამები, რათა გაკვეთილზე გაგახსენდეთ;
  8. რამდენად დეტალურად უნდა დავწერო გეგმა? - თუ მუშაობთ კონკრეტული წიგნის მიხედვით, აუცილებლად ჩაინიშნეთ საჭირო გვერდები. როგორც დირექტივა, ჩათვალეთ, რომ თქვენს გეგმას ნახავს სხვა, ვინც უნდა შეძლოს მისი გაგება და გეგმის მიხედვით გაკვეთილის ჩატარება;
  9. რა თანმიმდევრობით შეიძლება დავგეგმოთ აქტივობები? - ზოგადი წესია, რომ  დაიწყოთ შესავლით, წარადგინოთ ახალი მასალა და მისცეთ ბავშვებს პრაქტიკული დავალებები, რათა შეამოწმოთ როგორ გაიგეს თემა. გახსოვდეთ, აუცილებელია მოსწავლეებისგან მიიღოთ „უკუკავშირი“ ანუ გაჩვენონ რა, როგორ და რატომ გააკეთეს;
  10. რა პრობლემები შეიძლება შემექმნას გაკვეთილზე? - თქვენ, შესაძლოა, არ ხართ დარწმუნებული, რომ თქვენ მიერ დაგეგმილი აქტივობები იქნება ეფექტური ან ფიქრობთ, რომ დავალებები ბავშვებისთვის აღმოჩნდება რთული. პრობლემები შეიძლება წარმოიქმნას გაკვეთილის პროცესში, წინასწარ დაგეგმილ აქტივობებში, პრობლემები შეიძლება უკავშირდებოდეთ ბავშვებს ან თქვენ თვითონ, თუმცა ეს არ ნიშნავს კოლაფსს. გეგმის შედგენისას დაუთმეთ დამატებითი რამდენიმე წუთი იმაზე ფიქრს თუ როგორ აარიდებთ თავს არასასურველ სიტუაციებს და რა შეიძლება იყოს გამოსავალი, რათა დაცული იყოთ უხარისხო გაკვეთილისგან.

დამატებითი რჩევები:

  • აუცილებლად გქონდეთ გეგმის შაბლონი, რომელსაც შეავსებთ და ამობეჭდავთ ყოველი გაკვეთილის წინ;
  • გაკვეთილის გეგმა ყოველთვის გქონდეთ ხელთ;
  • გაკვეთილის ბოლოს აუცილებლად ჩაინიშნეთ რა აქტივობამ გაამართლა და რამ არა, რათა გაითვალისწინოთ მომავალი გაკვეთილისთვის;
  • შეეცადეთ ყოველ გაკვეთილზე იპოვოთ ბმა თემებს შორის;
  • ყოველთვის გქონდეთ მზად დამატებითი აქტივობები. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ზოგიერთი ბავშვი ძალიან სწრაფია და მათთვის, შესაძლოა, დამატებითი დავალებები დაგჭირდეთ. ან უბრალოდ იმაზე ადრე შეიძლება დაასრულოთ პროგრამა, ვიდრე ფიქრობდით და მაშინაც გამოგადგებათ ისინი. გახსოვდეთ, რომ ბავშვებს აუცილებლად მისცეთ დრო მომზადებისთვის, მოქმედებისთვის და მიმოხილვისთვის.

რა არ უნდა დაგავიწყდეთ:

  • მასალები;
  • გაკვეთილის მიზნები;
  • საგაკვეთილო პროცედურები;
  • თითოეული დავალებისთვის გათვლილი დრო;
  • განმარტებები;
  • დაფაზე სამუშაო;
  • დამატებითი დავალებები;
  • დავალებების ერთმანეთთან ბმა;
  • გაკვეთილის შეფასება - რა აღმოჩნდა კარგი და რას გააკეთებთ შემდეგში განსხვავებულად.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

კურსდამთავრებულისთვის ყალბი დოკუმენტის დამზადების ბრალდებით, სასწავლებლის კოორდინატორი დააკავეს - სუს-ი

იცვლება თუ არა ეროვნული გამოცდების ჩატარების ვადები და უმაღლესების კვოტირებები - ოფიციალური განმარტება

„სასკოლო ფორმების დიზაინი დადასტურებულია„“ - ფასსა და სხვა დეტალებზე ზვიად გაბისონია საუბრობს

 შეფასების ახალი მექანიზმი შემუშავდება - მინისტრის ბრძანება სკოლებს ეხება

რამდენით მეტი აბიტურიენტიც ჩაირიცხება, იმდენით ნაკლები ადგილი იქნება მომავალ წელს - რას ითვალისწინებს ეროვნული გამოცდების წესში ცვლილება

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელი სპეთის საჯარო სკოლის წამყვანი მასწავლებელი​ ნინო ჭიტაძე პასუხობს

„მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც მას ვენდობით და ვაძლევ სივრცეს, რომ თავად გამოსცადოს საკუთარი ძალა“

„მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს მასწავლებლის დადებითი განწყობა, წახალისება და მრავალფეროვანი გაკვეთილები“

სკოლები

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე ლამაზი სანახაობით წარდნენ

საინტერესო

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება