სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ტესტებს გაურკვეველი, ორაზროვანი პასუხები ჰქონდა“, - როგორ აფასებენ აპლიკანტები მასწავლებლის გამოცდებს
18-07-2019
-
+


18 ივლისს, მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდის პირველ სესიაზე, დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან 80%-ზე მეტი პედაგოგი და პედაგოგობის მსურველი გამოცხადდა.

მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდები დღეს 5 საგანში ჩატარდა. აპლიკანტებმა გამოცდა შემდეგ საგნებში ჩააბარეს: ფიზიკა, მათემატიკა (VII-XII), სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, ქიმია და სპორტი.

ტესტებთან დაკავშირებით პედაგოგების შეფასებები განსხვავებულია:

„სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ჩავაბარე და საშინლად უკმაყოფილო ვარ. დახურული ტესტები უფრო რთული იყო, გაურკვეველი, ორაზროვანი პასუხები ჰქონდა. საერთოდ, საინტერესოა ასეთი საოცარი „შედევრი“ ვინ შეადგინა“, - აცხადებს აპლიკანტი.

„არც კი ვიცი რა გითხრათ, საშინლად იმედგაცრუებული ვარ, ხელოვნების გამოცდა ვწერე და ჩვეულებრივი კოშმარი იყო. საერთოდ არაფერ შუაშია შედგენილ ტესტებში მოცემული საკითხები და ის, რასაც სკოლის პროგრამა მოიაზრებს“, - განაცხადა საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აპლიკანტმა.

„მათემატიკის გამოცდაზე ვიყავი გასული, მოქმედი პედაგოგი ვარ. ვერ ვიტყვი, რომ მარტივი გამოცდა იყო, ვთვლი, რომ თავი კარგად გავართვი, მაგრამ ვფიქრობ, ბევრს გაუჭირდებოდა. მოსული დავალებების სირთულე ცდება სასკოლო მასალას და ისეთი საკითხები შედის, რომელიც იდეაში სულაც არ სჭირდებათ მოსწავლეებს სკოლაში“, - გვითხრა კიდევ ერთმა აპლიკანტმა.

„უკვე მგონია, ეს გამოცდები სტატუსის ასამაღლებლად და მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად კი არა, ჩვენს ჩასაჭრელად არის. ისე ვარ გათიშული ვერაფერს გეტყვით, გამოცდიდან ძლივს გამოვედი, მაგრამ როგორც ვატყობ, მეორედაც მომიწევს გამოსვლა“, - გვითხრა ერთ-ერთმა პედაგოგმა, რომელიც დღეს ფიზიკის გამოცდას აბარებდა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება