სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„საშუალო სირთულის ტესტი იყო“ - ზოგადი უნარების ბოლო გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტების შეფასებები
04-07-2019
-
+


ზოგადი უნარების ბოლო გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტი ტესტს მარტივად აფასებს და აცხადებს, რომ არც ერთი ნაწილის დაწერა არ გასჭირვებია.

„მათემატიკური დიდად არ ვიცოდი, მაგრამ მაინც არ გამჭირვებია ბოლო ამოცანებიც მარტივად დავწერე. რაც შეეხება ვერბალურს, ტესტი იყო ყვავებზე. ყვავებს ასწავლიდნენ მსუბუქი და მძიმე სხეულების განსხვავებას და იმაზე უნდა აგეწყო წინადადება. მერე იყო კითხვები - რის მიღწევას ცდილობენ ყვავების წვალებით და მსგავსი. რაც შეეხება სიტყვებს, რამდენიმე იყო ტერმინოლოგიური სიტყვა, რომელიც არ ვიცოდი, მაგრამ სხვა სიტყვების ცოდნის ფონზე არ გამჭირვებია გაგება“,-განაცხადა თბილისის N173 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აბიტურიენტმა.

ასევე იხილეთ სხვა აბიტურიენტების შეფასებები:

„მათემატიკური უფრო ადვილი იყო. ვერბალურში ცოტა ტექსტი გამიჭირდა. არ მეგონა ასე მალე თუ დავწერდი. მათემატიკური უფრო მომეწონა. საერთო ჯამში, საშუალო სირთულის ტესტი იყო“,-გვითხრა თბილისის N207 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აბიტურიენტმა.

„არც ისე რთული არ ყოფილა. ორივე ნაწილში დრო საკმარისად იყო. ვერბალური ნახევარი საათით ადრე დავამთავრე. ტექსტებს რაც შეეხება, ერთი ყვავების ექსპერიმენტზე იყო, მსუბუქი და მძიმე წონის განსხვავებას ასწავლიდნენ, მეორე თემა ყინულების დადნობაზე, აისბერგებზე და ქალაქების ჩაძირვის საფრთხეებს ეხებოდა. მათემატიკური ნაწილიც არ გამჭირვებია. ნორმალურად დავწერე და როგორც ხედავთ, აქაც ადრე გამოვედი“,- განაცხადა თბილისის N173 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აბიტურიენტმა.

„ვერბალური ჩემთვის ძალიან მარტივი იყო. მათემატიკური ცოტა გამიჭირდა. ვერბალურში ტექსტი შიმპანზეებზე იყო დაკვირვების შედეგები, ასევე ყვავილებზე დაკვირვების შედეგებზე იყო. მეორე ტექსტი იყო ატმოსფერულ ცვლილებებზე, ნასა-ს დაკვირვებებზე, რომელიც მეცნიერული თვალსაზრისით გამოიკვლევდა დედამიწია რამდენი წელი საცხოვრებლად გამოსადეგი. საერთო ჯამში, ტესტს 10-დან 8 ქულა დავუწერდი. დრო დამრჩა და ადრე გამოვედი“, - გვითხრა თბილისის N207 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აბიტურიენტმა.

„ორივე ნაწილი რთული იყო, თუმცა, მათემატიკური უფრო მეტად გამიჭირდა. ვერბალური არ იყო რთული, ყველაფერი ტექსტში იყო მოცემული. დროც საკმარისი იყო ჩემთვის, არ დამკლებია. უბრალოდ, მათემატიკური ნაწილი გამირთულდა",- განაცხადა თბილისის N173 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აბიტურიენტმა.

ასევე იხილეთ: ზოგადი უნარების გამოცდის მეორე დღეს II სესიაზე აბიტურიენტთა 3%-ზე მეტი არ გამოცხადდა

ზოგადი უნარების გამოცდის მეორე დღეს I სესიაზე აბიტურიენტთა 3%-ზე მეტი არ გამოცხადდა

„ვერბალურში გასააზრებლად მარტივი ტექსტები შეგვხვდა“ - აბიტურიენტები ზოგადი უნარების გამოცდის მეორე დღეს I სესიის ტესტს აფასებენ

არის თუ არა წელს ზოგადი უნარების გამოცდა გართულებული? - Naec-ის პასუხი აბიტურიენტებს

„ზოგადი უნარების გამოცდაზე მართლა ტაშფანდურით შესული, ტირილით გამოვედი“ - აბიტურიენტების შეფასებები სოციალური ქსელიდან

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ეროვნული გამოცდები დასრულდა - NAEC-ის სტატისტიკა

„კვლევით, გამოწვევაა მასწავლებელთა ხანდაზმულობა“ - საქართველოს სკოლებში 17 ათასზე მეტი პენსიონერი ასწავლის

აბიტურიენტებისთვის კიდევ ერთი საგამოცდო ტესტი გამოქვეყნდა

ეროვნული გამოცდები დღეს სრულდება - რამდენი აბიტურიენტი არ მივიდა და როგორია სტატისტიკა

ახალი პროგრამა, რომელიც სკოლებში 2026-2027 სასწავლო წლიდან დაინერგება - დეტალები 

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

 

 

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის უკეთ გაცნობა
 
თბილისის N141 საჯარო სკოლა ახალგაზრდა სპორტსმენებს მიღწეულ წარმატებას ულოცავს
 
VII კლასელებმა ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, ალავერდის ტაძარი და გრემის კომპლექსი მოინახულეს.
მომხსენებელმა ისაუბრა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ისტორიულ მნიშვნელობაზე
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება