| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქედის მუნიციპალიტეტის გეგელიძეების საჯარო სკოლის მე-12 კლასელები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. მათ აღმოსავლეთ საქართველოში ისტორიული ადგილები მოიარეს.
„ეს იყო ემოციებითა და კარგი შთაბეჭდილებებით სავსე ექსკურსია მე-12 კლასელებისათვის. მოვიარეთ ისტორიული ადგილები აღმოსავლეთ საქართველოში. წარმატებები ჩვენს მომავალ სტუდენტებს. კიდევ მრავალი წარმატებული თაობა აღზრდილიყოს გეგელიძეების საჯარო სკოლაში, რომელსაც არასოდეს აკლდა ეს ფუფუნება. დიდი მადლობა სკოლის დირექტორს დურსუნ ნიჟარაძეს სკოლის მხარში დგომისათვის. მადლობა კლასის დამრიგებელს ლია ცინცაძეს, რომელმაც მოსწავლეები მოიყვანა ასე წარმატებულად დღემდე. მადლობა თითოეულ მასწავლებელს. განსაკუთრებული მადლობა კი მშობლებს, რომლებიც სკოლაშიც კი ჩართული იყვნენ თავიანთი ბავშვების აღზრდაში.
ჩვენი ექსკურსიის მარშრუტი: უჯარმის ციხე, ახალი შუამთა, ძველი შუამთა, ერეკლე მეფის სასახლე, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, იყალთო, ალავერდი, გრემი, ყვარლის ტბა, სიღნაღის ციხე, წმინდა ნინოს ტაძარი, წმინდა ნინოს წყარო, დავით გარეჯი, სამების საკათედრო ტაძარი, საბაგირო, სვეტიცხოველი, ჯვრის მონასტერი, პრომეთეს მღვიმე“, - ნათქვამია გეგელიძეების საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზვანილ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია
ბიის საჯარო სკოლიდან საპატიო ჯილდოზე წარდგენილი იყო მასწავლებელი მზია გვირგვლიანი
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ