სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლები სასკოლო საბუნებისმეტყველო ლაბორატორიაში სასწავლო პროცესის წარმართვაზე ტრენინგებს გაივლიან
11-04-2017
-
+


„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი ახორციელებს, საქართველოს მასშტაბით 65 მასწავლებელს ტრენინგი თემაზე „უსაფრთხოება სასკოლო საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებში“ ჩაუტარდა.

ტრენინგ-მოდული პროექტის საბუნებისმეტყველო საგნების სპეციალისტთა ხელმძღვანელობით და ამერიკის შეერთებული შტატების ლაბორატორიული უსაფრთხოების ინსტიტუტის წარმომადგენლთან თანამშრომლობით შემუშავდა.

ტრენინგზე ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის მასწავლებლები გაეცნენ სასკოლო ლაბორატორიებში მუშაობისას უსაფრთხოების ზოგად წესებს, რათა მათ გამოუმუშავდეთ სასკოლო საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებში უსაფრთხოდ მუშაობის უნარ-ჩვევები.

საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები მნიშვნელოვანი რესურსია სკოლებისთვის და მათი აქტიური გამოყენება სასწავლო პროცესში ეფექტიანი სწავლებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.

აღნიშნულმა, დღის წესრიგში დააყენა ლაბორატორიებში მუშაობისას უსაფრთხოების საკითხი.

შედეგად, შეძენილი ცოდნის საფუძველზე პედაგოგები სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, სასკოლო საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებში მოსწავლეთათვის უსაფრთხო გარემოს შექმნიან.

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო“ „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ დაფინანსებით 100-მდე საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, ასევე, დაგეგმილია სკოლების თანამედროვე საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღჭურვა. პროექტის ფარგლებში უკვე რეაბილიტირებულია 12 საჯარო სკოლა (ბებნისის, გორის #5, ზერტის, თიანეთის #1, ოკამის, საქაშეთის, სკრის, ტინისხიდის, ტყვიავის, ფხვენისის, ძეგვისა და ხიდისთავის საჯარო სკოლები) და აღნიშნული ტრენინგი სწორედ ამ სკოლების მასწავლებლებმა გაიარეს.

სამომავლოდ დაგეგმილია მასწავლებლებისთვის სასკოლო საბუნებისმეტყველო ლაბორატორიაში სასწავლო პროცესის წარმართვისთვის საგნობრივი გზამკვლევის შექმნა და ამ მიმართულებით ტრენინგების ჩატარება.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი“ ხორციელდება სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ფინანსური მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა

„საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება, გააჩნია, რამდენსაათიანი დატვირთვა აქვს პედაგოგს“

EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 

განახლებული წესები და მოთხოვნები მასწავლებლებისთვის - საშინაო დავალებები ელჟურნალში უნდა აიტვირთოს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება