სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ცოდნას ნამდვილად მივყავართ თავისუფლებამდე, სწორედ განათლება ქმნის ქვეყნის მომავალს“- მიხეილ ბატიაშვილი
26-05-2019
-
+


26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით, ერთიანი კონცეფციით - „ცოდნას მივყავართ თავისუფლებამდე” იმართება, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად არის წარმოდგენილი.

განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პირველ კლასიკურ გიმნაზიასთან, სამინისტროსა და მისი სსიპ-ების მიერ ორგანიზებული სტენდები დაათვალიერა, სადაც არაერთი საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კულტურულ-შემეცნებითი და სპორტული ღონისძიება ტარდება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, უმნიშვნელოვანესია, რომ უკანასკნელ წლებში დამკვიდრდა საინტერესო ტრადიცია და 26 მაისი საყოველთაო ზეიმად იქცა.

„წელს კი, ძალიან გვიხარია, რომ დამოუკიდებლობის დღის მთავარი თემა განათლებაა. ცოდნას ნამდვილად მივყავართ თავისუფლებამდე, სწორედ განათლება ქმნის ქვეყნის მომავალს. „გააზიარე ცოდნა“, „ცოდნას მივყავართ თავისუფლებამდე“ სწორედ ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავალი. წლევანდელი 26 მაისის თემიდან გამომდინარე, ჩვენი სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით მართავს საზეიმო, შემეცნებით, გასართობ ღონისძიებებს.

აქტიურად ვართ წარმოდგენილი თბილისში, ქუთაისში, შინდისში, ახალქალაქსა და მარნეულში - მრავალი საგანმანათლებლო, კულტურული, სამეცნიერო, შემეცნებით-გასართობი და სპორტული ღონისძიებით. გარდა ამისა, სამინისტროს ორგანიზებით საქართველოს 10 ქალაქში (ახალციხე, ოზურგეთი, თელავი, გორი, მესტია, ამბროლაური, ფოთი, ზუგდიდი, მარნეული, ახალქალაქი) დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტები გაიმართება“,-განაცხადა მინისტრმა, რომელიც დღევანდელ დღესასწაულზე ბავშვები, მოზარდები, მათი მშობლები და ყველა მოქალაქე მიიწვია, რათა 26 მაისის არაჩვეულებრივი დღესასწაული ყველამ ერთად იზეიმოს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

პიროვნება

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

სკოლები

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება