სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პედაგოგებისთვის დანამატის გაცემის წესის შეცვლას პარლამენტის განათლების კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა
21-05-2019
-
+


„მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით“ განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის მქონე პედაგოგებისთვის დანამატის გაცემის წესის ცვლილებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს  პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა.

კანონპროექტის ავტორის მოსაზრებები არ გაიზიარა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ. როგორც ნათია ზედგინიძემ განაცხადა, საათობრივი დატვირთვის მიუხედავად, სერტიფიცირებული პედაგოგების დანამატი იდენტური არ უნდა იყოს. მინისტრის პოზიცია კომიტეტის წევრთა უმრავლესობა დაეთანხმა. 

კანონპროექტის ავტორი სერგო რატიანია, რომლის მოსაზრებითაც, პროექტის არსს წარმოადგენს ,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ ბრძანებაში სტატუსის მქონე პედაგოგებისთვის დანამატის გაცემის პუნქტებში არსებული შეზღუდვების მოხსნა და სამართლიანი და მოტივირებული წესის შემუშავება, რომელიც გულისხმობს სქემით განსაზღვრული მასწავლებლის შესაბამისი სტატუსის დანამატის სრული ოდენობით გაცემას, თუ თავად პედაგოგი არ განაცხადებს უარს, დაწყებითი/საბაზო/საშუალო საფეხურების შესაბამისად, შეთავაზებული 13 და 15-საათიანი განაკვეთით დატვირთვაზე.

„განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მოწოდებული 2018-2019 სასწავლო წლის დასაწყისში ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) მითითებული საგაკვეთილო დატვირთვის ოფიციალური მონაცემების შესაბამისად, ქვეყნის მასშტაბით, 26 401 სტატუსის მქონე პედაგოგია დასაქმებული. აქედან, საჯარო სკოლებში 25 800-მდე მასწავლებელი მუშაობს და მათ შორის სრული დანამატის მისაღებად საჭირო საათების რაოდენობა 5 869 პედაგოგს აქვს, რაც საჯარო სკოლებში დასაქმებულ სტატუსის მქონე მასწავლებელთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 23% -ს შეადგენს“, - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

დადგენილება, რომლის ამოქმედების პერიოდად 2020 წლის 1-ელ იანვარია განსაზღვრული, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე იქონიებს გავლენას. კერძოდ, თუ ხდება საბიუჯეტო სახსრებით შრომის ანაზღაურების პუნქტის ზრდა, მაშინ 40 მილიონი ლარის 20%, ანუ 8 მილიონი ლარი საბიუჯეტო შემოსულობების ნაზრდი იქნება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგამოცდო პროგრამები მასწავლებლებისთვის - დავალებების ნიმუშები, შეფასების კრიტერიუმები და სტრუქტურულ თავისებურებები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პირველ ადგილზე გასული გუნდები 2027 წლის გაზაფხულზე ქვემო ქართლის რეგიონულ ეტაპზე წალკის მუნიციპალიტეტს წარადგენენ

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

საცდელი ტესტირება ხვალ, 20 ოქტომბერს გაიმართება - NAEC რეგისტრაციის დეტალებზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება