სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ფოთის N1 საჯარო სკოლის გუნდმა ინტელექტუალურ თამაშში გაიმარჯვა
20-05-2019
-
+


ფოთში 8, 9 და 10 მაისს ქალაქის ინტელექტკლუბის ორგანიზებით და ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ქალაქის სკოლებს შორის ინტელექტუალური თამაშების ფესტივალი ჩატარდა.

ინტელექტუალურ თამაშში თეოფანე დავითაიას სახელობის ფოთის N1 საჯარო სკოლის გუნდმა გაიმარჯვა. 

თამაში სამ ეტაპად - „რა? სად? როდის?“, „ერუდიტ-სექსტეტი“ და „ბრეინ-რინგი“ ჩატარდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პირველი საჯარო სკოლის ინტელექტუალებმა დამსწრე საზოგადოებას ძალიან მაღალი დონის თამაში შესთავაზეს და  ბრწყინვალე გამარჯვებაც მოიპოვეს.

გუნდის წევრები არიან:
გიორგი შულაია - გუნდის კაპიტანი
გეგა კარანაძე - ფესტივალის საუკეთესო მოთამაშე
ლუკა ჭეჟია
ანი მიქაძე
გოგა ბიწაძე
სანდრო ვაშაკიძე.

გუნდის წევრები სიგელებით და სხვადასხვა საჩუქრები დაჯილდოვდნენ. სკოლას კი საჩუქრად სკოლის ბიბლიოთეკისათვის წიგნების ნაკრები გადაეცა.

„განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ გუნდის კაპიტანს გიორგი შულაიას და ასევე თითოეულ წევრს ამ გამარჯვებაში შეტანილი ლომის წვლილისათვის. სკოლის ხელმძღვანელობა ასევე მადლობას უხდის ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას და ფოთის ინტელექტკლუბის წევრებს ფესტივალის ორგანიზებისათვის და მხარდაჭერისათვის“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს

პიროვნება

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სტუმრები ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეობენ სასწავლო პროცესში

„გვჯერა, მაღალი აკადემიური თუ აღზრდითი შედეგების მიღწევა მხოლოდ მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობითაა შესაძლებელი“

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება