სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო , რჩევები

ზარმაცი დედა-ფსიქოლოგის 4 აღმზრდელობითი მეთოდი, რომელიც მსოფლიომ აღიარა
15-05-2019
-
+


ანა ბიკოვა ზარმაცი დედაა და ამის აღიარება სულაც არ რცხვენია.

ფსიქოლოგი და სააღმზრდელო ბესტსელერის ავტორი ამ წოდებით ამაყობს კიდეც, რადგან, თვლის, რომ  მიდგომა ბავშვს დამოუკიდებლობას აჩვევს.

Etaloni.ge გთავაზობთ ზარმაცი დედა-ფსიქოლოგის რჩევებს, რომელთა ეფექტურობაც მსოფლიომ აღიარა:

როგორ მივაჩვიოთ ბავშვი ქოთანს



ქოთანი ყოველთვის ერთი და იმავე, გამოსაჩენ ადგილას უნდა იდგას. ნუ დააძალებთ შვილს დაჯდომას, თამაშ-თამაშით მიაჩვიეთ მის გამოყენებას: დასვით მისი მეგობარი სათამაშო, მოუყევით რა კარგია, რომ მშრალი ივლის, თუ თოჯინასავით მოიქცევა. ყოველი წინგადადგმული ნაბიჯის შემდეგ კი შეაქეთ.

როგორ ავირიდოთ თავიდან ბავშვის ისტერიკა



ნუ გაამახვილებთ ყურადღებას ბავშვის ტირილზე, თუ მიხვდა, რომ ამ გზით საწადელს აღწევს, სულ ასე მოიქცევა. ეცადეთ, ყურადღება სხვა საკითხზე გადაატანინოთ, რაიმე საინტერესო შესთავაზეთ და ჩხუბის გარეშე აუხსენით, რომ ტირილი გამოსავალი არ არის.

როგორ შევაყვაროთ ბავშვს ჭამა



რას უფრო დააძალებთ, მეტად გაჯიუტდება. თავდაპირველად, ეცადეთ, თხოვნითა და თამაშ-თამაშით ჭამოს. ისევ უარის შემთხვევაში ყურადღებას ნუ მიაქცევთ. რაციონიდან საყვარელი ტკბილეული და სხვა გემრიელობები ამოუღეთ, რადგან მათ ფონზე სასარგებლო საკვები უგემური მოეჩვენება. ბევრი ისეირნეთ, ენერგიის დახარჯვა მადის აღსაძვრელად ეფექტურია.

როგორ მივაჩვიოთ შვილი მარტო ძილს



თუ ბავშვი ძილს მშობლების ლოგინშია მიჩვეული, საკუთარ საწოლთან შეგუება, თავდაპირველად, გაუჭირდება. სიახლის შესაჩვევად სასურველია, დედა ან მამა მიუწვეს გვერდით, შემდეგ პატარა სათამაშოსთან ძილს მიეჩვიოს და გარემო, თეთრეული, ბალიში და საძინებელი სივრცე ბავშვის ჭკუაზე იყოს მოწყობილი.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს შეეხება - პროგრამა ხვალიდან, 22 ოქტომბრიდან იწყება 

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„მობილური ტელეფონების შეზღუდვა, სასკოლო ფორმების დაწესება, მოსწავლეებში თანასწორობის განცდას აძლიერებს“...

მოსწავლეები ასევე შეუერთდნენ მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამას

ბალღოჯიანის საჯარო სკოლა თამარ კირიაკოვს გულითადად ულოცავს ამ მნიშვნელოვან აღიარებას
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება