სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

 „ეტალონი“განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ახალგაზრდებში“- კრწანისის „ეტალონი მოსწავლის“ ვინაობა ცნობილია
15-05-2019
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ჩატარდა, სადაც „კრწანისის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ღონისძიების თანაწამყვანის როლი თბილისის N70 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელმა და „ეტალონის“ პედაგოგმა მარიკა ეცადაშვილმა მოირგო, რომელიც გულშემატკივრებთან, მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან ერთად მონაწილეებს ამხნევებდა.

თბილისის N67 საჯარო სკოლის ქართულის მასწავლებელმა, მაია ცუცქირიძემ, რომელიც ამავდროულად სკოლის „ეტალონის“ პედაგოგია, სკოლის მასშტაბით მოსწავლეთა ჩართულობაზე ისაუბრა:

„ჩვენი სკოლის მასშტაბით მე პირადად ვხელმძღვანელობდი ამ ღონისძიებას და მინდა აღვნიშნო, რომ „ეტალონი“ ნამდვილად განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ახალგაზრდებში. მეორე ტურში 41 მოსწავლე ძალიან მაღალი ქულებით გადავიდა. ასჯერ შემიძლია გავიმეორო მადლობა „ეტალონის“ მიმართ, იმისთვის, რომ მოგვეცა საშუალება ჩავრთულიყავით ამ პროექტში და ჩვენი ერთ-ერთი მოსწავლე გამხდარიყო „კრწანისის ეტალონი მოსწავლე“. მადლობა კიდევ ერთხელ თქვენ“.

„კრწანისის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული თბილისის N67 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლემ ელენე ძიმცეიშვილმა მოიპოვა:

„წელს პირველად მქონდა ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება. ძალიან ბედნიერი ვარ. არ ველოდი ამ შედეგს, რადგან ძალიან ბევრნი ვიყავით და ჩემი გამარჯვების შანსი ძალიან მცირე იყო. ფინალისთვის ორმაგად და ოთხმაგად ვიმეცადინებ. ძალიან მინდა იქაც წარმატებას მივაღწიო“.

თბილისის N67 საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგმა, ირინა გოჩიტაშვილმა „კრწანისის ეტალონი მოსწავლე“ დაახასიათა:

„ემოციას ვერ გადმოგცემთ, რადგან ძალიან მიჭირს საუბარი. პირველ რიგში, მინდა ვუთხრა მადლობა „ეტალონს“ და ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდში უდგას ამ პროექტს. ელენე არის ძალიან მიზანდასახული და რაც მთავარია მათემატიკა უყვარს ძალიან. არაჩვეულებრივი ლოგიკური აზროვნება აქვს. მე დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დღე იქნება საწყისი მისი მომავალი წარმატებების“.

დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულმა „კრწანისის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

„ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრა და „ეტალონი მოსწავლეები“ ადგილზევე გამოავლინა.
 
იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის თანამედროვე, ავტომატიზებული საწარმოო ხაზებისა და მინერალური წყლის წარმოების ტექნოლოგიური პროცესების გაცნობა
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება