TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პრაქტიკოს მასწავლებლებს კრედიტების დაგროვების ვადა გაუხანგრძლივდებათ და გამოცდაზე განმეორებით გასვლის შანსი ექნებათ - მანანა რატიანი
14-05-2019
-
+


„პრაქტიკოს მასწავლებლებს კრედიტების დაგროვების ვადა უხანგრძლივდებათ, შესაბამისად მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ 2020 წლისთვის, ვისაც ნაწილობრივ აქვს დღეს დაგროვებული კრედიტქულები, გაიუმჯობესოს სტატუსი და  მიიღოს გაზრდილი ანაზღაურება“, -  ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი etaloni.ge-სთან საუბრისას აცხადებს.

„პრაქტიკოს მასწავლებელს შესაძლებლობა ექნება, კომპეტენცია დაადასტუროს ზაფხულში გამოცდაზე, ამავდროულად, მას ექნება საშუალება შემოდგომაზე, ნოემბერში გავიდეს განმეორებით გამოცდაზე. თუკი ის ამ შემთხვევაშიც ნაწილობრივ დააგროვებს კრედიტებს და არ იქნება საკმარისი სტატუსის ცვლილებისთვის, მას მიეცემა საშუალება, დეკემბრის ბოლომდე, ანუ სასწავლო სემესტრის დასრულებამდე დააგროვოს კრედიტქულები  და იანვრისთვის შეიცვალოს სტატუსი. პრაქტიკოს მასწავლებლებს გაუხანგრძლივდათ  კრედიტქულების დაგროვების ვადა და შესაბამისად, მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ 2020 წლისთვის, ვისაც ნაწილობრივ აქვს დღეს დაგროვებული კრედიტქულები, გაიუმჯობესოს სტატუსი და მიიღოს გაზრდილი ანაზღაურება“, - აღნიშნავს მანანა რატიანი.

მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე ყველა პრაქტიკოს მასწავლებელს, რომლებსაც უკვე დაწყებული აქვს მუშაობა სტატუსის ცვლილებაზე, საქმის ბოლომდე მიყვანას ურჩევს.

„ყველა პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომელიც სტატუსის ცვლილების გზაშია, მათ უნდა გადაიანგარიშონ ისე, რომ მოახერხონ და 2019 წლის ბოლომდე შეიცვალონ სტატუსი. რაც შეეხება უფროს მასწავლებლებს, თუკი ისინი აპირებენ გახდნენ წამყვანი მასწავლებლები, სასწავლო წლის ბოლომდე უნდა დააგროვონ სავალდებულო და დამატებითი აქტივობებით 15 კრედიტქულა, იმისათვის, რომ მათ შეძლონ გარე დაკვირვების გავლა.

დანარჩენი მასწავლებლებისთვის, მთავრობაში ცვლილება არის წარდგენილი და შესაბამისად ის დაგროვებითი სისტემა რაც იყო, კრედიტქულების, ვინც აპირებს სტატუსის შენარჩუნებას, ეს ნაწილი იხსნება. შესაბამისი ინიცირება გაკეთებულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ და მთავრობა დაამტკიცებს.

შესაბამისად, მასწავლებლებისთვის, რომლებსაც კვალიფიკაცია უკვე დადასტურებული აქვთ და ორივე გამოცდით არიან სისტემაში, რა თქმა უნდა, საშუალება აქვთ გააგრძელონ მუშაობა სისტემაში და ისინი მიიღებენ გაზრდილ ანაზღაურებას“, - აცხადებს მანანა რატიანი.

მან ასევე აღნიშნა, რომ სტატუსის მქონე პედაგოგებს დასჭირდებათ თუ არა კომპეტენციის დადასტურება ეს 2020 წლიდან დარეგულირდება.

„2020 წლიდან როცა მასწავლებლების რეგულირების ახალი წესი დამტკიცდება, რა თქმა უნდა, იქ იქნება ინფორმაცია თუ რა უნდა აკეთოს მასწავლებლებმა, რომ სისტემაში წარმატებული იყოს. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებული იქნება რამდენად სრულფასოვნად და ჯეროვნად ასრულებს კონტრაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებას და ამავდროულად, მნიშვნელოვანი იქნება მასწავლებლის, როგორც პროფესიული განვითარების მიმართულება, ასევე სწავლების პროცესში როგორ მიჰყავს საგაკვეთილო და არასაგაკვეთილო პროცესი“, - აღნიშნავს მანანა რატიანი.

ასევე იხილეთ: 2019 წლის სექტემბრიდან მენტორის, წამყვანის და უფროსის სტატუსის მქონე მასწავლებლებს ხელფასი 150 ლარით გაეზრდებათ

მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო


კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

სიახლეები

არადამამთავრებელი კლასის სტატუსით რეგისტრირებული აბიტურიენტებისთვის განცხადებების მიღება დაიწყო - ვადები და დეტალები

გამოსაცდელები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას საგამოცდო პროგრამების, ტესტების სტრუქტურის, შეფასების კრიტერიუმებისა და დავალებების სპეციფიკის შესახებ

დირექტორები თანამდებობაზე წერილობითი თანხმობით დარჩებიან - მწერალთა სახლს 7 მუზეუმი დაექვემდებარება

ქართულ ენაში მომზადების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტის საჯარო განხილვა დაიწყო - რეკომენდაციების წარდგენის ვადები და დეტალები

ატესტატის მისაღებად განაცხადების გაკეთება 20 ივნისიდან დაიწყება - დეტალები 

პიროვნება

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

„ჩვენს მოსწავლეებს არ სჭირდებათ რეპეტიტორები - სკოლაში შექმნილია ყველა პირობა, რათა მათ სრულფასოვანი განათლება მიიღონ“...

ცხოვრების ახალი ეტაპის მოლოდინი თუ ამაგდარ პედაგოგებთან განშორების სევდა ერთმანეთს ერწყმის და კეთილ სურვილებსა და მადლიერების გრძნობაში ერთიანდება

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი უპირობო მხარდაჭერისა და სიყვარულის იმედი მუდამ შეუძლიათ ჰქონდეთ

სკოლები

მე-3 კლასელებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მუზეუმში დაცული უნიკალური ექსპონატები

მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებას პროფესიონალი რეჟისორი არ ჰყავდა, მონაწილეებმა საკუთარი იდეებითა და შემოქმედებითი ხედვით შთამბეჭდავი სანახაობა შექმნეს

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება