სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო , რჩევები

როგორ ავარიდოთ თავი „არამკითხე მოამბეებს“ - 5 რჩევა შვილისა და საკუთარი ინტერესების დასაცავად
13-05-2019
-
+


ჩვენს საზოგადოებაში რჩევა - დარიგებების მიცემა ძალიან უყვართ. ალბათ, ყველა მშობელს ჰქონია ისეთი შემთხვევა, როდესაც შვილისთვის შენიშვნა უცხო ადამიანს მიუცია და რაც არ უნდა სწორი ყოფილიყო მისი პოზიცია, ფაქტი თავისთავად უსიამოვნოა.

როგორ ავირიდოთ კონფლიქტი მსგავს სიტუაციაში და დავაღწიოთ თავი „არამკითხე მოამბეებს“ – Etaloni.ge 5 სტანდარტულ სიტუაციას განიხილავს:

როდესაც უცხო ადამიანი საკუთარი აღზრდის მეთოდებს გახვევთ თავს

არ ღირს ნერვების აშლა და პოლემიკაში შესვლა. უბრალოდ, თავაზიანად უთხარით უცნობს, რომ სიტუაციას აკონტროლებთ: „ბავშვს ხომ რეზინის ფეხსაცმელი და საწვიმარი აცვია“. ამ მიდგომით შვილს კონფლიქტურ სიტუაციას აარიდებთ და მისცემთ მაგალითს, რომ სამომავლოდ მსგავს სიტუაციაში თავად შეძლოს სწორი პასუხის გაცემა: „მადლობა ზრუნვისთვის, მაგრამ მშობლები ასე თამაშის უფლებას მაძლევენ, მე ხომ შესაბამისად მაცვია...“

როდესაც უცნობი ბავშვს უმიზეზოდ ეჩხუბება



როდესაც ამჩნევთ, რომ უცხო ადამიანი სრულიად უსაფუძვლოდ, უსამართლოდ აძლევს შენიშვნას, აუცილებლად დაიცავით ბავშვი და საკუთარი ინტერესები: „ჩემი შვილი არაფერს აშავებს და ხელს არ უშლის თქვენ ბავშვს. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ვართ და არსად ვაპირებთ წასვლას. თუ თავად წუხდებით რამით, შეგიძლიათ სხვაგან გააგრძელოთ თამაში.“ ამ პასუხით შვილს მაგალითს მისცემთ, რომ ზრდილობიანად, სამართლიანად დაცვას საკუთარი თავი და უფლებები.

როდესაც მეზობელი ბავშვს დამამცირებელ შენიშვნას აძლევს




სქესით, ეროვნული, რელიგიური, სოციალური  თუ სხვა ნიშნით მიცემული შენიშვნა, რომელიც ბავშვის იდენტობას ეხება და მის პიროვნებას შეურაცხყოფს დაუშვებელია! ამ დროს „არამკითხე მოამბესთან“ ხელჩართული ჩხუბი არ ღირს. უბრალოდ მკაფიოდ და მკაცრად უნდა დაიცვათ საკუთარი და შვილის უფლებები, რომ მას ეცმევა ის, რაც უნდა, ითამაშებს იმით, რითიც უნდა და  რომ თქვენ მის ინდივიდუალიზმსა და მისწრაფებებს მიესალმებით.

როდესაც ბავშვი ცუდად იქცევა



სამართლიანად მიცემული შენიშვნა მაინც უსიამოვნო, მაგრამ სამართლიანია. თუ ხედავთ, რომ თქვენი შვილი ცუდად იქცევა და სხვის უფლებებს ლახავს, აუცილებლად მოიბოდიშეთ და ბავშვსაც საკუთარი დანაშაულის აღიარება ასწავლეთ:„მადლობა, რომ ჩემამდე შენიშნეთ მისი არასწორი საქციელი და ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის, აღარ განმეორდება.“

როდესაც უცნობი საფრთხის შესახებ გაფრთხილებთ



ბავშვები იმდენად მოუსვენრები და მოძრავები არიან, რომ ერთი წუთით ყურადღების მოდუნებითაც კი შეიძლება, ხიფათს გადაეყარონ. საბედნიეროდ, ირგვლივ არა მხოლოდ „არამკითხე მოამბეები“, არამედ მზრუნველი ხალხიც არიან, რომელთაც ყურადღებისთვის მადლობა უნდა გადავუხადოთ. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პროგრამა ყველა პირველკლასელს შეეხება - მთავრობის განკარგულება ძალაშია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ

სკოლის დირექტორი ქეთევან ედიბერიძე და პედაგოგები კურსდამთავრებულს მორიგ წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
 

სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობასა და წარმატებულ კარიერას უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება