სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

კემბრიჯის სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის რეგისტრაცია იწყება
03-04-2017
-
+


კემბრიჯის სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის, რომლებიც 2017 წლის ზაფხულში ჩატარდება, რეგისტრაცია იწყება. ზოგიერთ გამოცდაზე რეგისტრაცია 14 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით იწარმოებს,  ზოგიერთზე კი - 14-დან 25 აპრილის ჩათვლით. 

ამ ეტაპზე მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ შემდეგ წერით გამოცდებზე:


  • KET/KET FS;
  • PET/PET FS; 
  • FCE/FCE FS; 
  • CAE;
  • YOUNG LEARNERS Starters;
  • YOUNG LEARNERS Movers;
  • YOUNG LEARNERS Flyers;
  • TKT.

კემბრიჯის გამოცდებზე დარეგისტრირების მსურველებმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდიდან (www.naec.gov.ge) უნდა ამობეჭდონ სააპლიკაციო ფორმა და შეავსონ.

აპლიკანტმა შევსებულ ფორმას უნდა დაურთოს გამოცდის საფასურის გადახდის ქვითარი და პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი. 

პირადობის მოწმობის ან პასპორტის არ ქონის შემთხვევაში, აპლიკანტმა უნდა შეავსოს და მოიტანოს ცენტრში „იდენტიფიკაციის ფორმა 17 წლის ან მასზე ნაკლები ასაკის კანდიდატისთვის“, რომელიც ასევე განთავსებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე. 

Young Learner-ების გამოცდებზე დარეგისტრირების მსურველთათვის რეგისტრაციის დროს არ არის სავალდებულო პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლის წარმოდგენა. 

მათ რეგისტრაციისას მხოლოდ 2 საბუთი ესაჭიროებათ: შევსებული სააპლიკაციო ფორმა და გადახდის ქვითარი. 

რაც შეეხება კომპიუტერულ გამოცდებს, მათზე რეგისტრაცია  მოგვიანებით,  1 ივნისიდან დაიწყება და 15 ივნისის ჩათვლით  გაგრძელდება.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება