სიახლეები
ინტერვიუ

როგორ უნდა მიხვდეს მასწავლებელი, რომ მშობელი შვილზე ძალადობს
06-05-2019
-
+


თბილისის ურბანული განვითარების პროგრამის ვორლდ ვიჟენისმენეჯერი, განათლების სპეციალისტი ნათია მჟავანაძე და ამავე პროგრამის ბავშვთა დაცვის მიმართულების კორდინატორი, სოციალური მუშაკი ნინო დანელია, რომლებიც  აქტიურად ურთიერთობენ სკოლებთან, ამბობენ, რომ დღეს სკოლების მთავარი მიზანი მხოლოდ განათლების მიცემაა, რაც გარკვეულწილად აფერხებს  ფსიქიკურად გაწონასწორებული და ემოციურად მაღალი ინტელექტის მქონე თაობის ჩამოყალიბებას.

 „ვორლდ ვიჟენიმსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანაში ფუნქციონირებს და ადამიანთა დახმარებაზე, განვითარებასა და ადვოკატირებაზე არის მიმართული. მუშაობენ  ბავშვებთან, ოჯახებთან ერთად, ძირითადად, უსამართლობის დასაძლევად.

რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ მასწვალებლებმა, რომ სკოლაში ძალადობისგან დაცული გარემო იყოს, ჯანსაღი თაობა აღიზარდოს და როგორ შეამჩნიონ, არის თუ არა ბავშვი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი?   ამ კითხვებზეეტალონსნათია მჟავანაძემ და ნინო დამელიამ უპასუხეს.

მასწავლებლისთვის რამდენად ადვილია იმის მიხვედრა, რომ ბავშვზე სახლში მშობლები ძალადობენ?              

ნინო დანელია:

- ნებისმიერი ტიპის ძალადობას, რომელიც ბავშვის მიმართ ხორციელდება, გარკვეული ნიშნები აქვს. მაგალითად, ფიზიკური ძალადობის დროს ბავშვს აქვს სხეულზე სილურჯეები და ამ დროს შეიძლება სეზონის შეუსაბამოდ ეცვას, რათა დაფაროს ეს სილურჯეები. მაგალითად, ზაფხულში გრძელსახელოიანი მაისური ჩაიცვას. ემოციური სახის ძალადობის დროს ბავშვი დათრგუნულია, გუნებაგანწყობა შეცვლილი აქვს. სექსუალური ძალადობის დროს, ბავშვი ასაკისთვის შეუსაბამოდ შეიძლება იქცეოდესან ძალიან აქტიური იყოს, ან თრგუნავდეს ამ ემოციებს. შეიძლება სპეციალურად ნაკლებად მიმზიდველად გამოიყურებოდეს ჰიგიენის თვალსაზრისით, რომ მოძალადისთვის სასურველი არ გახდეს. ასეთი ნიშნების ჩამონათვალი არსებობს, რომ მასწავლებლებმა მოახდინონ ამოცნობა, სწორედ ამ ნიშნების მიხედვით ვატრენინგებთ. მნიშვნელოვანია, რომ ფაქტს ჩვენი ინტერპრეტაცია არ მივცეთ. შეიძლება ბავშვს მართლა აქვს სილურჯე კანზე, მაგრამ ნამდვილად გადმოვარდა ველოსიპედიდან ან სხვაგვარად დაიზიანა და არ უნდა ვიფიქროთ, რომ მაინცდამაინც სახლში სცემეს. შეიძლება, მეგობართან იჩხუბა და დათრგუნული იმის გამოა და არა იმიტომ, რომ ძალადობის მსხვერპლია...

ნათია მჟავანაძე:

- გულისხმიერი მასწავლებელი ადვილად შეამჩნევს ბავშვს ცვლილებას და შეიძლება დაინტერესდეს მიზეზებით. რაც უფრო მეტი იცის მასწავლებელმა ბავშვის შესახებ, მით უფრო მეტია მზაობა. გვაქვს შემთხვევები, როდესაც მასწავლებლები ახერხებენ დიფერენციაციას, რა სჭირს ბავშვს. ზოგი კი ცდილობს, აგრესია მიჩქმალოს. ზოგი სკოლის დირექცია ჯგუფურად მუშაობს მსგავსი პრობლემების აღმოფხვრაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგი დირექცია კი მხოლოდ დამრიგებლის პასუხისმგებლობაში ტოვებს ბავშვის პრობლემას.

ნინო:

- 2010 წლიდან საქართველოში სამი მინისტრის ბრძანების  სახელით არის ცნობილი ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევების რეფერირების პროცედურები, რომლითაც, ყველა უწყებას აქვს თავის ვალდებულება და მათ შორის, სკოლასაც. 2016 წელს, ეს დოკუმენტი შეიცვალა და კიდევ უფრო დაწვრილმანდა იმ მხრივ, თუ ვის რა უფლება აქვს. სკოლა ვალდებულია, როცა ნახავს ბავშვის მიმართ ხორციელდება ძალადობასკოლაში თუ სკოლის გარეთ, გააკეთოს განაცხადი და შეატყობინოს სოციალური მომსახურების სააგენტოს. გვქონია შემთხვევები, როდესაც მასწავლებელს ასეთი დანართი შეუვსია და სოციალური მომსახურების სააგენტოში გადაუმისამართებია.

- რა შემთხვევები გამოიკვეთა, რა აწუხებთ ბავშვებს ოჯახებში?

მშობლების მიერ ბავშვის უგულვებელყოფის შემთხვევებიც დაფიქსირდა, ფიზიკურადაც ძალადობდნენ ბავშვზე... ერთი შემთხვევა კი სცილდებოდა ოჯახში ძალადობის შემთხვევასეს იყო ბულინგი თანატოლების მხრიდან. ეს ამბავი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა და გადამისამართდა კრიმინალურ პოლიციაში.

ნათია:

- სკოლამ უფრო მეტად უნდა აღიქვას თავისი თავი, ვიდრე მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულებად. სკოლა არის ინსტიტუტი, რომელიც ბავშვის ფსიქოსოციალურემოციურ განვითარებაზეა პასუხისმგებელი. სკოლები, რომლებიც ამას იაზრებენ, ბევრ საინტერესო რამეს აკეთებენ.

ნინო:

- სოციალურ სააგენტოში თუ არ შედის ინფორმაცია, რომ ბავშვზე იძალადეს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძალადობა არ ხდება. ეს იმის ერთერთი მანიშნებელია, რომ პრობლემის იდენტიფიცირება არ ხდება. იუნისეფის კვლევებში, რომელიც ბავშვთა მიმართ ძალადობის შესახებ ჩატარდა, ჩვენი მოსახლეობის დიდი პროცენტი ამბობდა, რომ მათთვის ბავშვის ფიზიკური დასჯა მისაღები იყო. ამ ფაქტს დასჯად იღებდნენ და არა ძალადობად. დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ოჯახში რაც ხდება, მხოლოდ ოჯახის საქმეა და ეს, რა თქმა უნდა, ხელს უშლის ასეთი შემთხვევების სააშკარაოზე გამოტანას. შესაბამისად, დაბალი მიმართვიანობა არ ნიშნავს, რომ დაბალია ძალადობის მაჩვენებელი.

ნათია:

- ჩვენი საზოგადოება რომ ტოლერანტულია ძალადობის მიმართ და ხშირად ძალადობის ბევრ ფორმას  ძალადობადაც ვერ აღიქვამს, ეს უკვე დიდი პრობლემაა. შეიძლება მასწავლებელიც თვლიდეს, რომ სწორად იქცევა, მაგრამ არ იქცევა სწორად, რადგან იყენებს ძალადობრივ მეთოდებს.

- მასწავლებლის მიერ ჩადენილი ძალადობის ამბებიც მოსულა თქვენამდე?

- არა, მსგავსი ჩვენამდე არ მოსულა, მაგრამ არც ეს ნიშნავს, რომ ასეთი არ ხდება.

ნინო:

ჩვენ მშობლებსაც ვაწვდით ინფორმაციას, როგორ დაიცვას ბავშვი სხვადასხვა საფრთხისგან. ასევე, ვაწვდით ინფორმაციას ბავშვის განვითარების თავისებურებებზე, მათთან ურთიერთობებზე...  მშობელზეა დამოკიდებული, როგორი იქნება ბავშვის შემდგომი ცხოვრებაუსაფრთხოდ იგრძნობს  თავს და ექნება ბევრი  რესურსი, თუ პირიქით, საფრთხის შემცველ გარემოში იცხოვრებს, რომელიც ზუსტად ძალადობაზეა ორიენტირებული და ბავშვის უფლებებია შელახული. არც სკოლა უნდა იყოს მხოლოდ განათლების მიცემაზე ორიენტირებული. ეს არის გარემო, სადაც ბავშვი ყველაზე მეტ დროს ატარებს და სახლშიც მიყვება ეს ცხოვრება, ამიტომ, მშობლის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია

ნათია:

მზაობა და ცოდნა განსხვავებულიახან მასწავლებლის არ არის სათანადო, ხანმშობლის. მშობლობას არსად ვსწავლობთ, მაგრამ მასწავლებელს ევალება სტანდარტების მიხედვით ბავშვის განვითარების თეორიების ცოდნა. მშობელს არ აქვს ეს ცოდნა. როცა მშობელი თანამშრომლობს სკოლასთან, ბავშვების განვითარება უფრო მეტად ხდება. როცა  მშობელს აინტერესებს, რა ისწავლა მისმა შვილმა მათემატიკასა თუ სხვა საგანში და ამას შვილთან ერთად განიხილავს, ბავშვი უფრო ორიენტირებულია უკეთესად სწავლაზე.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
აქტივობის მიზანი ცოდნის გაღრმავება და ბუნების შემეცნება იყო
შეგახსენებთ, რომ 23 აპრილს მსოფლიოში წიგნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
საზოგადოება