სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო , ეტალონი

„28 აპრილს ორმაგი სიხარულით ველით შემაჯამებელ ტესტებს“ - ონიანების ხუთშვილიანი ოჯახის მზრუნველი დღესასწაული
25-04-2019
-
+


ლენტეხში ონიანების ხუთშვილიანი ოჯახი ცხოვრობს, ჟახუნდერის საჯარო სკოლას კი მათი სახით 5 წარმატებული იზრუნელი მოსწავლე ჰყავს... წარმოიდგინეთ, როგორი სიმდიდრეა ამდენი ბავშვი, ახლა კი, 5-ჯერ მეტად წარმოიდგინეთ მათი განათლება, განვითარება და ზრუნვა Izrune.ge-ზე.

უფროსი სოლომონი, ტყუპები მარიამი და გიორგი, შუათანა საბა და პირველკლასელი
ელენე ყოველ ხუთშაბათს „ტესტების რიგში“ დგანან და ერთი სული აქვთ, როდის გაივლიან ყველაზე შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ კითხვებს.

გამორჩეულად ილუსტრირებული საკითხები მოსწონთ, ახარებთ წამახალისებელი შეძახილი და მიზნად რაც შეიძლება მეტი ოქროს დიპლომის მოპოვებას ისახავენ.

„მოუთმენლად ველოდებით ტესტების დღეს. როგორც უფროსი ძმა, პატარებს ვამეცადინებ ხოლმე და ერთად ვემზადებით საკითხების წარმატებით გასავლელად. ისე დამოუკიდებლად ვმუშაობთ ტესტებთან, ერთმანეთს ხელს არ ვუშლით. შემდეგ ისევ ერთად განვიხილავთ კითხვებს, დედაც გვეხმარება და მასწავლებელიც. გვიყვარს Izrune.ge და გვინდა, რომ მასთან ერთად კარგად ვისწავლოთ და ბევრი დიპლომი დავაგროვოთ,“- სოლომონ ონიანი.

ნიჭიერ ბავშვებზე დედა, ნინო აფრასიძე Izrune.ge-ს ინოვაციებთან ერთად ზრუნავს. ამბობს, რომ ტესტისთვის გამორჩეულად ემზადებიან, სასკოლო მასალის გარდა კლასგარეშე ლიტერატურას ეცნობიან და მეტი მოტივაციით აგრძელებენ წინსვლას:

„პორტალში ჩართვის შემდეგ ჩემს შვილებს სწავლისა და წინსვლის მოტივაცია მნიშვნელოვნად აუმაღლდათ. Izrune.ge-სთან ერთად შემეცნების პროცესი მათთვის უფრო საინტერესო და სახალისო ხდება. მეც მეტი აქტივობით ვერთვები სასკოლო ცხოვრებაში და მუდმივად ვადევნებ თვალს შვილების განათლება-განვითარების დონეს. ამ თვის შემაჯამებელი ტესტი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ემთხვევა და ორმაგი სიხარულით ველით „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“. თანაც, სტუმრები გვეყოლება და ბავშვებს უხარიათ, რომ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენასა და წარმატების გაზიარებას მათთვისაც შეძლებენ. ყველა დედას სურს, რომ მრავალმხრივ განვითარებული, განათლებული და წარმატებული შვილები ჰყავდეს და მჯერა, რომ წინსვლის გზაზე Izrune.ge მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.“


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - დეტალები

სხვა უმაღლესში გადასვლას მხოლოდ ეროვნულების ჩაბარების შემდეგ შეძლებთ - რომელ სტუდენტებს ეხება მინისტრის გადაწყვეტილება

ფიზიკის ტესტები და შედეგების გამოქვეყნების ვადები - ეროვნულები 2026

სამაგისტროს გამოცდაზე 17% არ მივიდა, ხოლო მასწავლებლის გამოცდაზე - 18% - NAEC 

პროგრამაში პედაგოგთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები
ღონისძიების მთავარი თემა იყო: „როგორ ვაქციოთ პასიური კლასი აქტიურ გუნდად“
 
სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კოჭბანის საჯარო სკოლა
სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის საჯარო სკოლა
 
ღონისძიება გამოირჩეოდა მრავალფეროვანი პროგრამით, სითბოთი და საოცარი ემოციებით
 

ღონისძიებაზე შეჯამდა მოსწავლეთა მიღწევები, გამოიკვეთა გამოწვევები და დაისახა ახალი სასწავლო მიზნები

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება