სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რომელი რიცხვებია ზოდიაქოს ნიშნებისთვის სასიკეთო აპრილში - რამაზ გიგაურის ასტროლოგიური პროგნოზი
09-04-2019
-
+


ასტროლოგი რამაზ გიგაური აპრილის თვის ძალიან საინტერესო პროგნოზს გვთავაზობს. წაიკითხეთ, რა გელოდებათ წინ, ზოდიაქოს თითოეული ნიშანს.

ახალმთვარეობის შემდეგ, 6 აპრილიდან მოვლენები შედარებით აქტიურად განვითარდება. მზე ვერძის ზოდიაქოში იმოძრავებს (20 აპრილამდე). ამიტომ 6-19 აპრილი ასე ვთქვათ, განახლების პერიოდი იქნება (თუმცა სულსწრაფობა და იმპულსურობა სასურველი არ იქნება).

ზოგადად პოზიტიური დღეები იქნება: 6-23 აპრილის შუალედი. ამ პერიოდში შესაძლებელი იქნება განვითარება, საქმიანობის გაფართოება, წინსვლა და წარმატებების მიღწევა.

შენაძენებისთვის და ჯანმრთელობის მოგვარებისთვის შედარებით სასიკეთო დღეებია: 6-18 აპრილი

აპრილის ასტროლოგიური კალენდარი:

10 აპრილი: იუპიტერი რეტროგრადული გახდება. გაჩნდება სურვილი, რომ ერთბაშად რაღაც შეიცვალოს, რაც შეცდომა იქნება (განსაკუთრებით 10-11 აპრილის შუალედში). 

17 აპრილიდან მერკური გადავა ვერძის ზოდიაქოში, ამიტომ აზროვნების პროცესი გახდება უფრო აქტიური, ზუსტი, ენერგიული და დინამიკური. ყველა ის მოვლენა თუ პროცესი, რომელიც ბოლო მარტში ბუნდოვანი იყო, 17 აპრილიდან ცხადი გახდება და მოვლენები კონკრეტულ ფორმებს მიიღებენ.

19 აპრილი: სავსემთვარეობა. 18-19 აპრილი იქნება მერყევი და ცვალებადი. არ არის სასურველი რისკზე წასვლა. გადაწყვეტილებების მიღება ფრთხილად და წინდახედულად უნდა მოხდეს. არ არის სასურველი სიჯიუტის და რადიკალიზმის გამოვლენა. თუ ამ დღეებში მოვლენები დამუხრუჭდა, ისინი 23 აპრილის შემდეგ დალაგდება.

20 აპრილი: მზე გადავა კუროს ზოდიაქოში. პროცესები უფრო შენელდება და უფრო პასიურად განვითარდება. დაძაბული სიტუაციები დამშვიდდება და დასტაბილურდება. მოვლენების მართვა შესაძლებელი იქნება მუდმივი ზემოქმედებით. 

20 აპრილი: ვენერა გადავა ვერძის ზოდიაქოში, ამიტომ სასიყვარულო ურთიერთობები, პირადი ცხოვრება უფრო აქტიური, აჩქარებული და იმპულსური გახდება. მოსალოდნელია სწრაფი „შეყვარება-გადაყვარება“. ამ კუთხით მოიმატებს აგრესიის გამოვლენის ალბათობაც. 

30 აპრილი: რეტროგრადული გახდება სატურნი. ამიტომ 25-30 აპრილის შუალედში გართულდება სისტემური ცვლილებები. მოსალოდნელია უძრავ ქონებასთან, ასევე ხელისუფლებასთან მიმართებაში პრობლემები შეიქმნას.

ზოდიაქოს ნიშნებისთვის ზოგადად სასიკეთო დღეები:

ვერძი: 4, 9, 13, 18, 22, 26
კურო: 3, 8, 12, 16, 21, 25, 29
ტყუპები: 4, 9, 13, 19, 22, 26
კირჩხიბი: 3, 8, 12, 16, 21, 25, 30
ლომი: 1, 5, 10, 14, 19, 23, 27
ქალწული: 2, 8, 12, 15, 20, 24, 30
სასწორი: 1, 6, 10, 14, 19, 23, 27
მორიელი: 2, 7, 11, 15, 20, 24, 29
მშვილდოსანი: 6, 10, 14, 18, 23, 28
თხის რქა: 2, 7, 11, 17, 21, 25, 29
მერწყული: 5, 10, 14, 18, 22, 28
თევზები: 3, 8, 12, 17, 21, 25, 29


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა რაოდენობა გაორმაგდება - სამინისტრო დეტალებზე

ვის მიენიჭა დამატებითი უფლებამოსილება მინისტრის ბრძანებით - ვადები განსაზღვრულია

ისტორია 19 700-ზე მეტმა აბიტურიენტმა აირჩია

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოცდებს ცენტრალიზებულად ორ ქალაქში, თბილისსა და ქუთაისში ატარებს

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

განახლებული სივრცე მოსწავლეებს უკეთეს პირობებს შეუქმნის როგორც სპორტის გაკვეთილების, ისე სხვადასხვა ტურნირისთვის მოსამზადებლად

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება