| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აქტიური სასკოლო სასკოლო ცხოვრების წარმოჩენა-წახალისების ლიდერი სამი რეგიონია - მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი.
ლიდერი რეგიონების პროცენტული მაჩვენებელი შემდეგნაირად გადანაწილდა: მცხეთა-მთიანეთი - 94%, სამცხე-ჯავახეთი - 90%, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 88%.
რეგიონების რეიტინგი შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით შედგა:
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რეგიონებში სასკოლო ცხოვრების წარმოჩენას და წახალისებას ხელი შეუწყვეს სახელმწიფო რწმუნებულებმა: შალვა კერესელიძე (მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული), ბესიკ ამირანაშვილი (სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული) და არჩილ ჯაფარიძე (რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული).
სკოლების გაძლიერება და მომავალი თაობის - ახალგაზრდების განვითარება წარმოუდგენელია აქტიური სასკოლო ცხოვრების და საზოგადოებისთვის მისი გაზიარების გარეშე. სწორედ ამ მიზანს ემსახურება Etaloni.ge, რომელიც ყოველდღიურად აქვეყნებს ხელმომწერი სკოლების სხვადასხვა აქტივობის შესახებ ინფორმაციებს.
აღნიშნული პროცესი ხელს უწყობს როგორც სკოლის ცნობადობის გაზრდას, ასევე მოტივაციას უმაღლებს მასწავლებლებს და მოსწავლეებს, რათა უფრო მრავალფეროვანი სასკოლო ცხოვრება ჰქონდეთ - გამართონ ღონისძიებები, პრეზენტაციები, განახორციელონ პროექტები და ეს ყველაფერი ფართო საზოგადოებისთვის გახადონ ცნობილი.
სასკოლო ცხოვრების წარმოჩენა-წახალისების მიზნით, Etaloni.ge მთელი საქართველოს მასშტაბით უამრავ სკოლასთან თანამშრომლობს. სასკოლო ცხოვრების გაშუქებასთან ერთად, Etaloni.ge განათლების სფეროში მიმდინარე მოვლენების შესახებაც აქტიურად აქვეყნებს სტატიებს და ახალ ამბებს, მათ შორის ინტერესდება სკოლების დირექტორების, პედაგოგების, მოსწავლეების და მშობლების შეხედულებებით. მიგვაჩნია, რომ მშობლების ჩართულობის გარეშე ვერც სკოლის გაძლიერება მოხდება და ვერც მაღალი ხარისხის განათლების მიღება იქნება შესაძლებელი.
მშობელი-ბავშვი-სკოლა - გაერთიანების მიზნით შექმნილია ინდივიდუალური ტესტირების თანამედროვე პორტალი izrune.ge, სადაც მშობელს შეუძლია ცოცხალ რეჟიმში შეიტყოს შვილის აზროვნებისა და განვითარების დონე. Etaloni.ge-ს ხელმომწერი სკოლების მოსწავლეებს izrune.ge-ს ყველა სიკეთეებით სარგებლობა სოციალური პაკეტით, სიმბოლურ ფასად შეუძლიათ.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება, გააჩნია, რამდენსაათიანი დატვირთვა აქვს პედაგოგს“
ლექტორების ხელფასი დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზე - „10 ლარიანი ანაზღაურება ერთ წელიწადში ვერ მიიღწევა“
„მოსწავლეებში ინტერესის გასაღვიძებლად ვიყენებ ინტერაქციულ აქტივობებს“
მაჭატიის საჯარო სკოლის ხელმძღვანელი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს როგორი უნდა იყოს კარგი გაკვეთილი
„ვისურვებდი, თითოეული პედაგოგის შრომა სათანადოდ იყოს დაფასებული“ - ნამიკოლაოს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ნაჭყებია
„მასწავლებელი არის ადამიანი, რომელიც სიცოცხლის დაფასებას გვასწავლის“ - ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი პედაგოგებს პროფესიულ დღეს ულოცავს
15 წუთი კითხვა უდრის 20 ვირტუალურ მონეტას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ