| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის განცხადებით, წითელას ვირუსი ისევ გრძელდება. ქვეყანაში წითელას 2 900 შემთხვევაა დაფიქსირებული ანუ წლის დასაწყისიდან თვეში დაახლოებით 1 000-მდე ადამიანი წითელათი ინფიცირდება.
პაატა იმნაძის თქმით, ამ დროისთვის წითელათი 300-ზე მეტი წლამდე ასაკის ბავშვია დაინფიცირებული.
"წითელა ჯერჯერობით არ ჩერდება. არც გაჩერდება, იმიტომ, რომ ცოტა მოიკლო ვაქცინაციამ. მაგალითად, ბავშვებს რომ ეკუთვნით გეგმიურად 5 წლის ასაკში აცრა, ამის გარდა წელს უკვე აცრილია 113 000 ადამიანზე მეტი, მაგრამ საკმარისი ეს არ არის, იმიტომ, რომ წითელა მაინც არ ჩერდება.
განსაკუთრებით გვაწუხებს ის, რომ 300-ზე მეტი ბავშვია დღეისათვის დაინფიცირებული. ზოგადად კი, წითელას 2 900 შემთხვევაა ქვეყანაში რეგისტრირებული, ანუ პრაქტიკულად თვეში 1 000 შემთხვევაა, რაც დაიწყო ეს წელიწადი და აქედან 300-ზე მეტი ბავშვია, რომელსაც წლამდე დაემართა წითელა, რამაც შეიძლება ძალიან მძიმე მიმდინარეობა მიიღოს. ეს იმიტომ რომ დავუშვათ, დედა არ იყო იმუნური და როდესაც ბავშვი დაიბადა, მას არ ჰქონდა თანდაყოლილი იმუნიტეტი დედისგან, რომ აცრამდე დაეცვა დედისგან გადასულ სხეულებს. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ქალბატონებს, ვინც აპირებს დაორსულებას, ბავშვის გაჩენას, რომ დაორსულებამდე აიცრან წითელა-წითურას საწინააღმდეგო ვაქცინაციით", - განაცხადა იმნაძემ.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
როგორ ფასდება მოსწავლის აკადემიური მიღწევები - ეროვნული სასწავლო გეგმის 10-ქულიანი სისტემა და შეფასების დონეები
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე
„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს