სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებს მიეცემათ გონივრული ვადა, რათა ევროკავშირის სტანდარტები დააკმაყოფილონ“- მამუკა ბახტაძე
05-04-2019
-
+


„უმაღლეს სასწავლებლებს, ისე, როგორც პროფესიულ სასწავლებლებს, მიეცემათ გონივრული ვადა იმისთვის, რომ დააკმაყოფილონ ევროკავშირის სტანდარტები, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში გაცემული ნებისმიერი დიპლომი იქნება თავსებადი ევროპულ სტანდარტებთან“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ  საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, თუ მას ამის სურვილი ექნება, თავისუფლად დასაქმდება ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში, თუმცა მთავრობის პრიორიტეტია ადგილობრივი ეკონომიკა პროფესიონალებით იყოს უზრუნველყოფილი.

„აქედან გამომდინარე, ჩვენ განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებთ პროფესიულ სწავლებაზე. ჩვენ ავირჩიეთ სამი ქვეყნის გამოცდილება – გერმანიის, შვეიცარიისა და ავსტრიის, ვინაიდან, სწორედ ამ ქვეყნების გამოცდილება ითვლება ყველაზე წარმატებულად პროფესიული განათლების თვალსაზრისით. ამ მიმართულების მთავარი მიზანი იქნება, რომ მოქალაქეები მყისიერად უზრუნველყოფილი იქნებიან სამსახურით მას შემდეგ, რაც გაივლიან პროფესიული სწავლების კურსს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავარი აქცენტი გაკეთდება ხარისხზე.

„დაფინანსების ის სისტემა, რომელიც უმაღლეს განათლებაში გვაქვს, ორიენტირებულია რაოდენობაზე და არა ხარისხზე. ჩვენ ამას აუცილებლად შევცვლით. ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ საქართველოში გაცემული დიპლომები იქნება სრულად თავსებადი ევროპულ სტანდარტებთან“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

როგორ ფასდება მოსწავლის აკადემიური მიღწევები - ეროვნული სასწავლო გეგმის 10-ქულიანი სისტემა და შეფასების დონეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

„რეალურად უამრავი სერიოზული პრობლემაა სკოლებში“...

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება