სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„პირობას ვაძლევ ყველას, რომ ჩხოროწყუს ღირსეულად წარვადგენ“- „ჩხოროწყუს ეტალონი მოსწავლე“ ფინალისთვის ემზადება
04-04-2019
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით, ჩხოროწყუს N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა, სადაც "ჩხოროწყუს ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ღონისძიებას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ სატელეფონო ჩართვით მონაწილეები გაამხნევა და ეროვნულ ჩემპიონატთან ერთად წარმატებები უსურვა.

ჩემპიონატში გამარჯვებულ სკოლას მუნიციპალიტეტის მერიისგან 2000 ლარი გადაეცემა, „ეტალონი მოსწავლე“ კი ერთი დღით მერის ადგილს დაიკავებს.
პირველ სამ ადგილზე გასულ მონაწილეებს „ეტალონისა“  და „პალიტრა L-ის“ ერთობლივი საჩუქარი, წიგნები გადაეცათ.

მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ პროექტის ავტორს მადლობა გადაუხადა და ღონისძიებაზე გაჟღერებულ საჩუქარზე ისაუბრა, რომლის საშუალებითაც გამარჯვებული მოსწავლე ერთი დღით დაიკავებს მერის პოზიციას: 

„ეტალონი“ ყოველწლიურად იმართება ჩვენს მუნიციპალიტეტში. რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო პროექტის ავტორს, ბატონ გოჩას. ის აძლევს მოტივაციას ბავშვებს, რომლებიც ცდილობენ ყოველწლიურად უკეთესად წარმოჩინდნენ და წარმატებას მიაღწიონ ამ პროექტში. დღეს ღონისძიებაზე გავაჟღერე რომ გამარჯვებული მოსწავლე იქნება ერთი დღით ჩვენი მუნიციპალიტეტის მერი, რომელსაც მე პირადად მოვემსახურები როგორც მძღოლი და ასევე შევასრულებ მისი მოადგილის მოვალეობებს. ამ დღეს ჩვენს „ეტალონ მოსწავლეს“ ექნება შესაძლებლობა თავად გაეცნოს რა უფლება- მოვალეობები აქვს მუნიციპალიტეტის მერს და ასევე შეძლებს მიიღოს მონაწილეობა მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში მუნიციპალიტეტის მასშტაბით“.

საკრებულოს თავმჯდომარემ ბესიკ ესებუამ „ეტალონის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტი მნიშვნელოვნად ზრდის მოსწავლეებში წიგნიერების დონეს:

„პირველ რიგში მინდა ბატონ გოჩას და მის კოლექტივს ვუთხრა დიდი მადლობა იმ შრომისთვის, რასაც ისინი ეწევიან. ეს არის პროექტი რომელიც ზრდის მოზარდებში წიგნიერების დონეს, ასწავლის სწორი ფასეულობების პოვნას. ეს პროექტი არის ძალიან საჭირო და აუცილებელი ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც მოიტანს მხოლოდ სიკეთეს“.

ზუმის საჯარო სკოლის დირექტორმა ნონა ფირცხელავამ „ჩხოროწყუს ეტალონი მოსწავლე“ დაგვიხასიათა და მას პროექტის ფინალში წარმატებები უსურვა:

„უნიჭიერესი და ზრდილობიანი ბიჭია. მასზე მხოლოდ დადებითი შემიძლია ვთქვა. ჩვენი ბავშვები ყოველთვის განსაკუთრებულად ემზადებიან ამ პროექტისთვის. კიდევ ერთხელ მივულოცავ ჩვენს „ეტალონს“ და წარმატებებს ვუსურვებ მას“.

"ჩხოროწყუს ეტალონი მოსწავლის" ტიტული ზუმის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლემ ვასიკო ბასილაძემ მოიპოვა:

„ძალიან ბედნიერი ვარ. მინდა მადლობა ვუთხრა ბატონ გოჩას ამ პროექტის არსებობისთვის. ასე მადლობა ჩემს პედაგოგებს და სკოლის დირექტორს. მე პირობას ვაძლევ ყველას, რომ ფინალზე ჩხოროწყუს ღირსეულად წარვადგენ“.

შეჯიბრში გამარჯვებულმა „ჩხოროწყუს ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

„ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ადგილზევე გამოავლენს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„შუშანიკის წამება“ ქართულის გამოცდის მე-4 ვარიანტში - დეტალები

დაგვიანების შემთხვევა არ ყოფილა - NAEC დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს 

10-10 წლიანი პატიმრობა ბაღებისა და სკოლების მშენებლობიდან მოპარული მილიონებისთვის - განაჩენი ცნობილია

სააგენტოს უფროსად 25 წლის ფეხბურთელი დაინიშნა - მორიგი საკადრო ცვლილება სამინისტროში

აკა მორჩილაძის „ობოლე“, არავითარი გივი გეგეჭკორი - ქართულის გამოცდის მესამე ვარიანტი

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

მოსწავლეებმა დაათვალიერეს დიდი საბავშვო მწერლის, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი

საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა 9 აპრილის შესახებ მოიძიეს ინფორმაცია და სასკოლო საზოგადოებას საპრეზენტაციო მასალით გააცნეს ამ დღის შინაარსობრივი დატვირთვა

მასშტაბურ გარემოსდაცვით ღონისძიებას სკოლაში არაერთი აქტივობა მიეძღვნა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება