სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„საატესტატო გამოცდების გაუქმება უარყოფითად აისახა მოსწავლეების მოტივაციაზე“ - ქვემო მახოს საჯარო სკოლის დირექტორი 
29-03-2019
-
+


„განათლების სფეროში განხორციელებული და დაანონსებული ცვლილებების ნაწილი მისასალმებელია, ნაწილი კი ფრო მეტ დაკვირვებას მოითხოვს“ - აცხადებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მახოს საჯარო სკოლის დირექტორი ქიშვარდ გორგოშაძე etaloni.ge-სთან ინტერვიუში.

მისი თქმით, საატესტატო გამოცდების გაუქმებამ გარკვეული უარყოფითი შედეგები უკვე გამოიწვია. ამასთან, ქვემო მახოს საჯარო სკოლის დირექტორი აღნიშნავს, რომ მისასალმებელია მასწავლებლებისთვის ზედმეტი ტვირთვის მოხსნა, რომელიც კრედიტქულების დაგროვებას უკავშირდებოდა.

რაც შეეხება 2020 წელს დაგეგმილ ცვლილებას, რომლის მიხედვითაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების  ჩაბარება სავალდებულო აღარ იქნება, ქიშვარდი გორგოშაძე დადებითად აფასებს.

- როგორ შეაფასებთ სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას?

- რა თქმა უნდა, აქვს უარყოფითი მხარე, რადგან ბავშვებმა უკვე მოუკლეს სწავლას. გამოცდების გაუქმება გარკვეულწილად მათ მოტივაციაზეც აისახა. სამინისტრომ რაღაც ისეთი უნდა შესთავაზოს მოსწავლეებს, რომ ეს მათი სწავლის მოტივაციაზე დადებითად აისახოს, რადგან ახლა ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ საატესტატო გამოცდების გაუქმება უარყოფითად აისახა მოსწავლეების მოტივაციაზე.

- როგორც იცით, ცვლილებები მომავალ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებსაც შეეხება, 2020 წელს აბიტურიენტებს 3 სავალდებულო საგნის ჩაბარება მოუწევთ, სავალდებულო გამოცდების სიიდან ამოიღეს ზოგადი უნარები...

- როგორც პედაგოგმა და სკოლის დირექტორმა, შემიძლია ვთქვა, რომ სასიხარულო იყო ის ფაქტი, რომ ქართული ენა სავალდებულო საგნების სიაში დარჩა, რადგან ეს ხელს შეუწყობს მოსწავლეებს, აიმაღლონ ქართული გრამატიკა და ლიტერატურა. კარგია, რომ უცხო ენა სავალდებულოა. რაც შეეხება ზოგადი უნარების არჩევით საგნად დატოვებას, უმაღლეს სასწავლებლებს უფლება აქვთ, თავად მოითხოვონ აღნიშნული საგნის ჩაბარება და ამაში პრობლემას ვერ ვხედავ.

 - განათლების რეფორმის ფარგლებში ცვლილებები მასწავლებლებისთვისაც დაანონსდა. მომავალი სასწავლო წლიდან უქმდება პედაგოგების კრედიტქულების დაგროვების სისტემა, როგორ აფასებთ აღნიშნული ინიციატივას?

- ჩემი აზრით, კრედიტქულების მცირე ნაწილი უნდა დარჩეს, რადგან სკოლას უნდა შეეძლოს მასწავლებლის აქტივობის შეფასება. თუმცა, ბევრი ისეთი საქმიანობის განხორციელება უწევდათ პედაგოგებს კრედიტქულების დასაგროვებლად, რაც დროის ტყუილი კარგვა იყო. მე ამ ყველაფერს აბლაბუდას ქსელს უფრო ვადარებდი, ისეთი ამბავი იყო ატეხილი კრედიტქულებზე. ეს პროცესი ძალიან დიდ შრომას მოითხოვდა მასწავლებლების მხრიდან და ისინი ნამდვილად იყვნენ მოწყვეტილნი მოსწავლეებს. დროის დიდი ნაწილი იხარჯებოდა არა მოსწავლეების ზრუნვაზე და გაკვეთილის მრავალფეროვნებაზე ფიქრში, არამედ კრედიტქულების მოსაგროვებლად განსახორციელებელ აქტივობებზევფიქრობ, სჯობს, გარკვეული კრედიტქულების ნაწილი დარჩეს, ხოლო უმეტესი ნაწილი გადავიდეს გამოცდაზე. მასწავლებლებს ჰქონდეთ გამოცდის ჩაბარების საშუალება და მათ იმ რთული გზის გავლა არ მოუწიოთ, რომელსაც ახლა გადიან.


კომენტარები


ეტალონი

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

მასწავლებლებს თანხის დასაბრუნებლად ვადა 11 მაისის ჩათვლით აქვთ - დეტალები

ფაშიზმზე გამარჯვების დღე - რატომ ზეიმობენ ევროპული ქვეყნები 8 მაისს,  ჩვენ კი, 9 მაისს

რა პოზიციაზე აცხადებს კონკურსს მანდატურის სამსახური

ვინ არის ვახტანგ ცაგარელი, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა

პიროვნება

„როცა ვხედავ, ჩემი გაზრდილი ბავშვები მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიან, ვხვდები, რომ ჩვენი შრომა ფასდება“...

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

სკოლები
ახალგაზრდა თეატრალებმა დიდი პასუხისმგებლობით მოირგეს პერსონაჟების სახეები
 
 
 

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეთა სამსახიობო და მეტყველების უნარების განვითარება თოჯინების მართვის საშუალებით

ირგანჩაის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში

საინტერესო

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება