სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„Izrune.ge ფასდაუდებელ პოზიტიურ გავლენას ახდენს სასკოლო ცხოვრებაზე“ - ლიდერი დირექტორები ინოვაციებს აფასებენ
18-03-2019
-
+


ყურადღება, ყურადღება... Izrune.ge- მ  მოსწავლეთა აქტიურობის მიხედვითა და სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობით გამორჩეული, თბილისის ლიდერი სკოლები გამოავლინა.

ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი მადლობას უხდის მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს გაწეული ზრუნვისთვის და კიდევ უფრო დიდ წარმატებებს უსურვებს მათ.

და ახლა გვსურს, სკოლების ლიდერი მენეჯერების გამოცდილება სიამაყით გაგიზიარო.

თბილისის N106 საჯარო სკოლის დირექტორი თენგიზ გულორდავა:

„ძალიან ბედნიერი ვარ ლიდერთა შორის პირველი ადგილი მოპოვებით. Izrune.ge-სა და სკოლას შორის თანამშრომლობა ძალიან ნაყოფიერად და წარმატებით წარიმართა. გაიზარდა სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობა, ჩვენთან არათუ დედები, მამებიც აქტიურად ზრუნავენ შვილების ბედნიერ მომავალზე, „მამების ფორუმიც“ გვაქვს. და რაც მთავარია, მოსწავლეებს სწავლისა და წინსვლის მოტივაცია გაუჩნდათ. ლიდერ პოზიციას ჩემი გუნდისა და პედაგოგების გარეშე ვერ მოვიპოვებდით. მადლობა მათ ნაყოფიერი მუშაობისთვის, მადლობა მშობლებსა და ბატონ გოჩას მომავლის საქმის მსახურებისთვის. სკოლა აქტიურად გააგრძელებს მუშაობას და მჯერა, რომ პირველობას არავის დავუთმობთ.“

თბილისის N11 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ჯაბანიშვილი:

„მოხარული ვარ ლიდერთა შორის სკოლის ხილვითა და მიღწეული შედეგებით, რომელზეც მოსწავლეების, მშობლებისა და პედაგოგების ერთობლივი მუშაობით გავედით. Izrune.ge-სთან ერთად მნიშვნელოვნად გაიზარდა მოსწავლეების სწავლისადმი მოტივაცია და ჯანსაღი კონკურენცია კლასებს შორის. ბავშვები დამრიგებლებთან ერთად განიხილავენ ტესტებს, იღებენ სიღრმისეულ ცოდნას და ერთმანეთს გამოცდილებას ხალისით უზიარებენ. იმედი მაქვს, რომ Izrune.ge ინოვაციური მიდგომებით ჩვენს გაკვირვებას კვლავაც გააგრძელებს და პორტალთან ერთად კიდევ უფრო დიდ წარმატებას მივაღწევთ.“

თბილისის N133 საჯარო სკოლის დირექტორი ლიანა ფუტკარაძე:

Izrune.ge ფასდაუდებელ პოზიტიურ გავლენას ახდენს სასკოლო ცხოვრებაზე. სკოლისადმი მაღალი ნდობის ხარისხმა განაპირობა პორტალში მშობელთა აქტიური ჩართვა, ტესტების გავლის შემდეგ კი მათ თავად იხილეს არჩეული გზის სისწორე და აუცილებლობა. პორტალის ინოვაციური მიდგომებით მოსწავლეები ინტერნეტრესურსის შემეცნებისთვის გამოყენებას, ინდივიდუალურ და გუნდურ მუშაობას სწავლობენ. გაძლიერდა დამრიგებლის როლი და ჯანსაღი კონკურენცია კლასებს შორის. მოსწავლეთა წარმატებებს მთელი სკოლა სიხარულით ვიზიარებთ, საკლასო სივრცეში დიპლომები გვაქვს გამოფენილი მათი მოტივაციის ასამაღლებლად. სკოლა აქტიურად გააგრძელებს თანამშრომლობას საგანმანათლებლო ინოვაციებთან.“

თბილისის N94 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო გახარია:

„მოსწავლე, მშობელი და მასწავლებელი ყველა ერთხმად აღიარებს, რომ Izrune.ge-სთან ერთად ძალიან მნიშვნელოვან საქმეს შევეჭიდეთ, საქმეს, რომელსაც განათლებულ მომავალზე ზრუნვა ჰქვია. დამრიგებლები აქტიურად თანამშრომლობენ მშობლებთან, მოსწავლეებისთვის კი ტესტების გავლა არა მოვალეობითი, არამედ სახალისო და საინტერესო პროცესია. მოუთმენლად ელიან ხოლმე ხუთშაბათსა და „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“. მახარებს მიღწეული შედეგები და კიდევ უფრო მეტი წარმატების მოლოდინი გვაქვს.“

თბილისის N167 საჯარო სკოლის დირექტორი ელენე ფუტკარაძე:

Izrune.ge ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ინსტრუმენტია სასკოლო ცხოვრების გამოსაფხიზლებლად. მე, როგორც დირექტორი, მივესალმები საგანმანათლებლო ინოვაციებს და ვიყავი ინიციატორი, რომ პორტალთან გვეთანამშრომლა. სახალისო, შემეცნებითი და მამოტივირებელი მიდგომები კოლეგებმაც მომიწონეს და აქტიურად დაიწყეს კლასებისთვის ინფორმაციის მიწოდება. მოსწავლეთა აქტივობასა და სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართვაში ლომის წილი მიუძღვით დამრიგებლებს. ერთობლივი თანამშრომლობით გავედით ამ შედეგზე და კვლავაც გავაგრძელებთ მუშაობას სწავლა-სწავლების ხარისხის გასავითარებლად.“

თბილისის N149 საჯარო სკოლის დირექტორი ნანა ჯუღელი:

„მახარებს სკოლის ლიდერთა შორის ხილვა, ეს ნიშნავს რომ ერთობლივმა მუშაობამ შედეგი გამოიღო და ახლა უფრო მეტი წინსვლის მოლოდინი გვაქვს. გაიზარდა მშობელთა ინტერესი Izrune.ge-ს მიმართ, რადგან მათ ნათლად დაინახეს პორტალის მნიშვნელობა შვილებთან კომუნიკაციისა და მათი მრავალმხრივი განვითარებისთვის. ბევრს მუშაობენ დამრიგებლები, კლასებს შორის ჯანსაღი კონკურენცია ჩამოყალიბდა და რადგან დავიწყეთ ერთობლივი მუშაობა, იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე მოსწავლე, მშობელი და მასწავლებელი ერთ სრულფასოვან და აქტიურ რგოლს შექმნის სასკოლო ცხოვრებაში.“

თბილისის N142 საჯარო სკოლის დირექტორი შორენა ცნობილაძე:

Izrune.ge-ს მთავარი ღირსება სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა სისტემური ჩართვა და მოსწავლეთა მოტივირებაა. ბავშვები მოუთმენლად ელიან ტესტების დღესა და დიპლომების მოპოვებას, შემდეგ წარმატებას ერთმანეთს უზიარებენ და კითხვებს მასწავლებლებთან განიხილავენ. ჯანსაღი კონკურენცია ჩამოყალიბდა კლასებს შორის და გაიზარდა დამრიგებელთა როლი, რაც მისასალმებელია. მახარებს სკოლის ლიდერთა შორის ხილვა და მეტი შემართებით ვაგრძელებთ მუშაობას.“

Izrune.ge დიდი სიამაყითა და მზრუნველობით გთავაზობთ თბილისის ლიდერი სკოლების რეიტინგს:




კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რამდენ გაცდენაზე ინიშნება გამოცდა - აქტუალურ კითხვებს emis პასუხობს

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

დაფინანსების წესსა და პირობებში ცვლილებები შევიდა - ვის ეხება მინისტრის ბრძანება

არადამამთავრებელი კლასის სტატუსით რეგისტრირებული აბიტურიენტებისთვის განცხადებების მიღება დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

„ჩვენს მოსწავლეებს არ სჭირდებათ რეპეტიტორები - სკოლაში შექმნილია ყველა პირობა, რათა მათ სრულფასოვანი განათლება მიიღონ“...

ცხოვრების ახალი ეტაპის მოლოდინი თუ ამაგდარ პედაგოგებთან განშორების სევდა ერთმანეთს ერწყმის და კეთილ სურვილებსა და მადლიერების გრძნობაში ერთიანდება

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი უპირობო მხარდაჭერისა და სიყვარულის იმედი მუდამ შეუძლიათ ჰქონდეთ

სკოლები

ღონისძიებას ესწრებოდნენ რესურსცენტრის და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

ფიროსმანის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ 2 მოსწავლისთვის დაირეკა 
გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ფოთის N7 საჯარო სკოლაში მეთორმეტე კლასელებმა ბოლო საზეიმო  ღონისძიება გამართეს 

„ამ დღეს ყოველი კუთხე, მერხი და დერეფანი თორმეტწლიანი მეგობრობის, თავდაუზოგავი შრომისა და დიდი სიყვარულის ისტორიას ყვებოდა...“

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება