სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„დაპირისპირება, რისკი, ამბიციები“ - რა სირთულეები გელოდებათ 24 მარტამდე
05-03-2019
-
+


ასტროლოგი ხათუნა ნოელი, მიმდინარე სამი კვირის პროგნოზს გვთავაზობს:

„ამ კვირაში ნელ-ნელა ძალას იკრებს მზის კვადრატი იუპიტერთან, რომელიც მთელი სამი კვირის განმავლობაში იმუშავებს. ეს ასპექტი შელახული თავმოყვარეობის საკითხებს მკვეთრად დააყენებს დღის წესრიგში, საქმე იმაშია, რომ ამ ასპექტის დროს ადამიანების თვითშეფასება და ამბიციები მატულობს, არადა საამისო საფუძველი მოცემულ სიტუაციებში რეალურად არ არსებობს ხოლმე. შედეგად ადამიანი აწყდება წინააღმდეგობებს, საზოგადოების მხრიდან უყურადღებობას, ასე ვთქვათ, დახურულ კარებს.

საქმეების არასწორად დაგეგმვამ, მოწინააღმდეგის შესაძლებლობებისა და რისკების გაუთვალისწინებლობამ შესაძლოა პრობლემები მოიტანოს. განასაკუთრებით მოსარიდებელია ამ პერიოდში უფროსობასთან და ხელისუფლებასთან დაპირისპირებაში შესვლა. ამიტომ ალბათ სჯობს ძალიან კარგად გავაანალიზოთ ჩვენი შესაძლებლობები და ისე გადავდგათ შესაბამისი ნაბიჯები. შეგახსენებთ-ასპექტი ძალაში იქნება 24 მარტის ჩათვლით.

თუმცა მხოლოდ დაძაბული მომენტები როდის გვექნება ამ კვირის მანძილზე, ასევე აქტიურად იმუშავებენ ჰარმონიული ასპექტებიც. კონკრეტულად კი-მზის სექსტილები სატურნთან და პლუტონთან და მარსთან. მათი წყალობით ენერგია მოჭარბებულია, ფიზიკური შრომა და სხეულისათვის მაქსიმალური დატვირთვა აუცილებელია და საჭირო. ბევრი იარეთ ფეხით, ივარჯიშეთ, დაალაგეთ სახლი, მიხედეთ სხვენს ან საკუჭნაოებს, ფარეხებს, სადაც ძველი, უსარგებლო ნივთები გაქვთ გადასარჩევ-გადასაყრელი.

თუმცა, ეს დრო არამხოლოდ ნივთების - უსარგებლო, დრომოჭმული ურთიერთობების გასაწყვეტადაც ხელსაყრელია. შეგიძლიათ ასევე შეცვალოთ თქვენი მიდგომები, დამოკიდებულებები საგნებთან, ჩვევებთან -გადაგდოთ სიგარეტი, ან სხვა რამ მავნე ჩვევა.

კარგი დღეა ასევე ახალი წამოწყებებისათვისაც, მნიშვნელოვანი/საპასუხისმგებლო ვიზიტებისთვისაც.წარმატებული დღეა ისეთი ფინანსური თემების მოსაგვარებლად, როგორიცაა საბაჟო, საგადასახადო ან სადაზღვევო საკითხები. აგრეთვე საერთო პარტნიორული ფინანსების ჩადება-განაწილების, მემკვიდრეობისა და ალიმენტის საკითხებისთვისაც, ოღონდ ერთი პირობით ძველი მიდგომები უნდა შეცვალოთ და ახლებურად იმოქმედოთ“, - წერს ხათუნა ნოელი.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

9 ოქტომბერი რეგისტრაციის ბოლო დღეა - დეტალურ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს 

მასწავლებლებმა შუალედური და საბოლოო ანგარიშები უნდა მოამზადონ - სამინისტრომ კადრების შერჩევა დაიწყო

სკოლებში კონფლიქტების, ბულინგისა და დისციპლინური გამოწვევების პრევენციისთვის ახალი პროგრამა ინერგება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

„ბავშვები ერთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშში შეეჯიბრნენ, იაქტიურეს და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს“

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება