სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ინტერვიუ

როგორ დავიცვათ თინეიჯერთა სახე და ხელები სიცივისა და აკნეს პრობლემებისგან
16-02-2019
-
+


ბავშვებში და, განსაკუთრებით, თინეიჯერთა ასაკში სიცივეს კანის ისეთი პრობლემების წარმოქმნა შეუძლია, რაც მათ ფსიქიკაზე მტკივნეულად აისახება. როგორ დავიცვათ მოზარდთა სახე და ხელები სიცივისგან და როგორ მოვუაროთ განვითარებულ აკნეს, რომელიც ასევე თინეიჯერთა მუდმივი პრობლემაა?

ამ კითხვებზე etaloni.ge-ს ექიმმა დერმატოლოგმა, თამარ დაბრუნდაშვილმა უპასუხა. 

- რას ურჩევდით ბავშვებს და მათ მშობლებს, როგორ მოუარონ სიცივით გამოწვეულ კანის სიწითლესა და სიმშრალეს, როგორ დაიცვან სიცივისგან ხელის თუ სახის კანი?

- ჩვენი კანი მუდმივად საჭიროებს მოვლას, დაცვას. განსაკუთრებით, აქტუალურია ზამთარში სიცივისაგან კანის დაცვა. არსებობს ქოლდ კრემები, რომლებიც წარმოადგენენ  მეტი წილი ცხიმისა და ნაკლები წილი წყლის ემულსიას. ამ კრემის  კანზე დატანისას ჩნდება სიგრილის შეგრძნება, ამიტომაც დაერქვა ქოლდ კრემი. ის ქმნის დამცავ შრეს კანზე და სიცივე მას ვეღარ აზიანებს. ზამთრის კურორტზე ყოფნისას კანი ზამთარში ასევე  უნდა დავიცვათ მზის დამცველი კრემებით, რადგან მთაში ისედაც მაღალია ულტრაიისფერი გამოსხივება და ამას ემატება თოვლიდან არეკლილი მზის სხივებიც.

- თინეიჯერებისთვის მუდამ პრობლემაა სახის კანზე გამონაყარი. გაჩნდა უამრავი საშუალება, რაც შეიძლება მათ გარდატეხის ასაკში  გამოიყენონ.  როგორ შეარჩიონ ეს საშუალებები და, საერთოდ, როგორ მოუარონ სახის კანს, რომ გამონაყარი მტკივნეულად არ აღიქმებოდეს მათი ფსიქიკაზე? 

- ყველას სურს ლამაზი გარეგნობა და განსაკუთრებით გარდატეხის ასაკში მყოფ ახალგაზრდას, თინეიჯერს. ამ პერიოდს თან ახლავს ჰორმონული ცვლილებები, რაც ბავშვს ზრდასრულ ადამიანად აქცევს. ახლებურად იწყებენ მუშაობას ცხიმის ჯირკვლები და ხშირად ჭარბადაც აწარმოებენ ცხიმს, რის გამოც ვითარდება აკნე. სახეზე ჩნდება ანთებითი კვანძები, ჩირქოვანი შიგთავსით, თეთრი და შავი კამედონები. ეს სიტუაცია დიდი განსაცდელია ახალგაზრდისათვის, მაგრამ არის მართვადი პროცესი. 

როგორ უნდა მოვუაროთ ასეთ კანს? პირველ რიგში, უნდა გავასუფთაოთ, მოვაშოროთ ზედმეტი ცხიმი, ჩამოფრცქვნილი მკვდარი ეპიდერმისის უჯრედები, მიკრობები, ჭუჭყი... ჩვენს აფთიაქებში მრავლადაა აკნეს ხაზის, მწვანე ხაზის თხევადი საპნები, გელები. სახის დაბანა საჭიროა დღეში 2–ჯერ. სასურველია, პირსახოცის ხშირი ცვლაც. კანის დასუფთავების შემდეგ იწყება მკურნალობის პროცესი აკნეს საწინააღმდეგო კრემებით, გელებით. ეს საშუალებები მოქმედებენ აკნეს წარმოქმნის სხვადასხვა მექანიზმზე, ამცირებენ ცხიმიანობას, აქვთ ანტიბაქტერიული მოქმედება და ა.შ. ახალგაზრდები ცდილობენ, ტონალური კრემებით დაიფარონ პრობლემები. სამწუხაროდ, ტონალური კრემები კანს ართმევენ საკუთარი ცხიმის მოშორების შანსს გადაბეჭდავენ  ფორებს. კანის ასეთი პრობლემების შემთხვევაში უმჯობესია, სამკურნალოდ მივიდნენ ექიმ-დერმატოლოგთან, რათა სწორად დაიგეგმოს მკურნალობა და კანის მოვლა. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება